LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რჩევა, როგორ ავიცილოთ თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევები

148

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში არსებული საავტომობილო მოძრაობა გადარჩენისთვის ბრძოლას გაქვს, საჭიროა გავიგოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. შესაბამისად გთავაზობთ პროფესიონალების მიერ შერჩეულ 10 რჩევას, რომელიც სწორედ ასეთი სიტუაციებიდან თავის დაღწევაში დაგვეხმარება.

 

 

 

 

მოერიდეთ უკიდურეს მარჯვენა ზოლს. მაქსიმალურად ეცადეთ იმოძრაოთ შუა ან უკიდურეს მარცხენა ზოლში. ასეთი სიარულით თქვენ გეძლევათ საშუალება უკეთ შეასრულოდ დაგეგმილი მანევრი. ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა სწორედ მარჯვენა ზოლში ხდება.

 

keepleft.thumbnail

 

მაქსიმალურად ეცადეთ გზა შორიდანვე აკონტროლოთ. ამისათვის საჭიროა ყურადღება მიაქციოთ თქვენს წინ მიმავალ ავტომობილსაც და აკონტროლოთ თქვენი მანევრები. ასეთ შემთხვევაში თქვენ გეძლევათ საშუალება დროულად მოახდინოთ რეაგირება დაბრკოლებაზე.

მოერიდეთ ბნელ ადგილებს. მაქსიმალურად ეცადეთ მოერიდოთ გზის ისეთ მონაკვეთს, სადაც ჩაბნელებულია ან თქვენს წინ მყოფი ავტომობილის გამო, ხედვა გაქვთ შეზღუდული. გარდა ამისა, სარკეები მოირგეთ ისე, რომ აკონტროლებდეთ თქვენს უკან მოძრავ ავტომობილებს. თუმცა, ნუ იქნებით სარკეებზე 100%-ით დამოკიდებულები. სარკეები დაიხმარეთ მანამ, სანამ რაიმე მანევრს შეასრულებთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ტრაილერებთან და მაღალი გამავლობის ავტომობილებთან მიმართებაში.

სწორად დაიკავეთ საჭე. ეს პუნქტი მართვის მოწმობის საკითხებშიც ცალკე თემად არის განხილული. როგორ უნდა გვეკიდოს საჭეზე ხელი? მარტივად რომ აიხსნას, მაგალითად საათის ციფერბლატი წარმოვიდგინოთ… მარცხენა ხელი აუცილებლად 9 საათიანი ნიშნულის ადგილას უნდა იყოს მოთავსებული, ხოლო მარჯვენა ხელი 3-ის. ხელების ასეთი განლაგება  რეაგირების უფრო სწრაფად მოხდენასა და პოტენციური დაბრკოლებისგან თავის დახსნაში გვეხმარება.

 

Mazda-drivers-jerk-steering-wheels-630x473

 

აკონტროლეთ თქვენი ავტომობილი ისე, როგორც ამას ნამდვილი მრბოლელები ახერხებენ. მოირგეთ სავარძელი ისე, რომ თქვენს მიერ საჭეზე განლაგებული ხელები, მუხლებს უსწორდებოდეს, ხოლო ზურგი მაქსიმალურად მიბჯენილი გქონდეს სავარძელზე. ასეთი ჯდომის მანერა არამხოლოდ იცავს დაღლილობისგან თქვენს ხელებს, არამედ გაძლევთ საშუალებას უკეთესად შეასრულოთ მოულოდნელი მანევრიც.

ამოიცანი მძღოლი მისი ავტომობილის მიხედვით. თუ კი თქვენს გვერდით მიმავალი ავტომობილი დაზიანებულია, ან ჭუჭყიანი, ადვილად მისახვედრია, რომ საქმე უყურადღებო მძღოლთან გაქვთ. შესაბამისად, უმჯობესია თუ ასეთ ავტომობილს მოერიდებით.

განსაზღვრე შენი ავტომობილის შესაძლებლობები. როდესაც საჭესთან ზიხარ მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ მოგყვებათ ის კრიტიკულ სიტუაციებში. მაგალითად, თუ ავტომობილს უჭირს მოსახვევში შესვლა, ამან უნდა დაგაფიქროთ იმაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭის მკვეთრად დატრიალებამ, შეიძლება უარესი შედეგები გამოიწვიოს. ასეთი დეტალების გათვალისწინება აუცილებელია. ეს ერთ-ერთი ის ნიუანსია, რომელიც მძღოლად ჩამოყალიბებაში გვეხმარება.

მოუარეთ ავტომობილს. ეს ნიშნავს გაითვალისწინოთ ყველა ის დეტალი, რომელსაც ქარხანა უწევს რეკომენდაციას. ასეთ შემთხვევებში ავტომობილი სწორედ ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ გვინდა. მოვლილი ავტომობილი ერთიორად ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილებს შანსს.

 

car crash 4

 

ღამით ავტომობილის ტარება არც ისე უსაფრთხოა. მძღოლებს ურჩევნიათ ავტომობილი ღამით გამოიყვანონ ქუჩაში, რათა თავიდან აიცილონ საცობები თუმცა, ღამე ავტომობილის მართვისთვის არც თუ ისე უსაფრთხო დროა. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი რჩევა სწორედ ეს არის. მთელი დღის განმავლობაში ჩვენი თვალები იღლება და დღის ბოლოს, ანუ უკვე საღამოს მხედველობის არეალი მცირდება. შესაბამისად გვიჭირს დავინახოთ რა ხდება ჩვენს გარშემო. დაღლილი თვალები ავტოსაგზაო შემთხვევების პროცენტულობას ზრდის.

გაიარეთ ექსტრემალურ სიტუაციებში მართვის კურსები. ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთი კურსები საუკეთესო საშუალებაა ავტოსაგზაო შემთხვევებისგან თავის დასაღწევად. ასეთ კურსებზე თქვენ შეისწავლით, როგორ უნდა ”გამოწუროთ” ავტომობილი ბოლომდე, როგორ უნდა მართოთ ის ასეთ სიტუაციაში და როგორ აიცილოთ თავიდან დაბრკოლებები. გარდა ამისა, შეგასწავლიან ე.წ. დრიფტს, რომლის სწორად ცოდნაც მრავალმხრივ დახმარებას გაგიწევთ.

 

crash 1

 

მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით არავინაა დაზღვეული საავარიო სიტუაციებისგან, ყველაფერი მაინც მძღოლზეა დამოკიდებული. შესაბამისად გირჩევთ იყოთ უფრო მეტად ყურადღებიანები და მოეკიდეთ თქვენს თითოეულ მანევრს პასუხისმგებლობით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები