LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 რჩევა, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა მოისმინოს

129
109374031

სტუდენტობა ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია – ახალი მეგობრების, ახალი თავგადასავლების და საინტერესო გამოცდილებების. ამ პერიოდში უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევა-დარიგებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

  1. ცუდი შეფასება სამყაროს დასასრული არ არის
    წლების შემდეგ ეს ნიშნები არც კი გემახსოვრება. თუკი დაბალ ქულას აიღებ, შეცდომებზე ისწავლე და შემდეგი გამოცდისთვის უკეთ მოემზადე.
  2. გამოიყენე ინტერნეტი სწავლის ინსტრუმენტად და არა გასართობად.
    ინტერნეტს შეუძლია, რომ საათობით გაგართოს. თუმცა, არსებობს უამრავი საიტი სადაც საგანმანათლებლო კონტენტი ძალიან საინტერესოდაა გადმოცემული და მათი ნაწილი სრულებით უფასოა.
  3. სტრესი ცხოვრების ნაწილია, თუმცა ცხოვრების სტილად არ უნდა იქცეს.
    ეს ნიშნავს, რომ სტრესი ზოგჯერ აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. თუმცა, თუკი სტრესულად და დაღლილად თავს ყოველ დღე გრძნობ, მაშინ ცხოვრებას უნდა გადახედო და მიხვდე რას ვერ აკეთებ სწორად.
  4. ისწავლე ფულის მართვა
    როგორც სტუდენტს, ალბათ ტონობით ფული არ გაქვს. ეს კარგიც კია, შენ შეგიძლია ისწავლო ხარჯვა, დაზოგვა და ინვესტიცია პატარა რისკებით. ისწავლე ფულის მენეჯმენტი სანამ ჯერ კიდევ პატარა ხარ.
  5. აქციე ძილი პრიორიტეტად
    არაერთი კვლევით მტკიცდება, რომ ძილი ჯანმრთელობისა და ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. პრიორიტეტად აქცია, რომ დღე-ღამეში 8 საათი მაინც გეძინოს და ამაზე კარგს შენ თავს ვერაფერს უზამ.
  6. ითხოვე დახმარება, როცა კი გჭირდება
    დახმარების თხოვნაში სასირცხვილო არაფერია. თუკი პასუხებს Google-ში ვერ იპოვი, არ მოგერიდოს ლექტორებისთვის თუ მშობლებისთვის კითხვა. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის.
  7. თუკი სწავლისთვის მოტივაცია გჭირდება, წადი ბიბლიოთეკაში.
    როდესაც სწავლას მოწყურებული ადამიანებით ხარ გარშემორტყმული, განათლების მისაღებად შენც მეტი მოტივაცია მოგეცემა. გარემოს მოტივაციაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
  8. ივარჯიშე
    ვარჯიში კარგია შენი სხეულისთვის და შენი გონებისთვის. ვარჯიში უფრო გაგაჯანსაღებს და ბევრად ეფექტურ სტუდენტად გაქცევს.
  9. იზეიმე სხვისი წარმატება
    სტუდენტური ცხოვრება შესაძლოა შეჯიბრად მოგეჩვენოს, თუმცა ეს ასე არ არის. გულწრფელად მიულოცე შენს მეგობრებს და თანაკურსელებს ყველა გამარჯვება და აქციე ისინი შენს სტიმულად.
  10. გაატარე დრო იმ ადამიანებთან, ვისაც შენნაირი ინტერესები და მიზნები აქვთ
    თითოეული ჩვენგანი იმ ადამიანების გავლენის ქვეშ ვართ, ვინც გარს გვარტყია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანები გყავდეს გვერდით ვინც უკეთეს ადამიანად და უკეთეს სტუდენტად ქცევის მოტივაციას მოგცემს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები