გერმანული ბრენდი Audi საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მსოფლიოში, აგრეთვე საქართველოშიც. ყველამ კარგად იცის, რომ Audi Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა თუმცა, არსებობს ისეთი დეტალებიც რომელიც ჩვენთვის უცნობია.
1990 წელს გამოშვებული Audi A4-ი პირველი ავტომობილი გახლდათ IMSA სარბოლო ისტორიაში, რომლის ძარაც მთლიანად კარბონისგან იყო დამზადებული.
გამშვებ სისტემასა და Down Pipe-ს ტურბინიან ავტომობილებზე დიდი ეფექტის მოხდენა რომ შეუძლია Audi-ს ტექნიკოსებმაც კარგად იციან. სწორედ ამიტომ სტანდარტულ Audi TT RS-ს რამდენიმე მილიმეტრით დიდი დიამეტრის გამშვები სისტემა აქვს.
Audi ლათინურ ენაზე სმენას ნიშნავს, სმენა გერმანულად Horch-ს. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ სახელი მისი დამფუძნებლისგან August Horch-ისგან იქნა აღებული.
Audi წლების განმავლობაში Rally-შიც იღებდა მონაწილეობას. სწორედ ამ ფაქტის გამო, კომპანიამ შექმნა საიდუმლო ძრავი, რომელსაც დაახლოებით 1000bhp ქონდა.
კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია სპორტულ შეჯიბრებებზეც დიზელზე მომუშავე სარბოლო ავტომობილებით. თუმცა, დიზელზე მომუშავე ძრავები მათივე გადაწყვეტილებით იქნა ამოღებული ავტომობილებიდან იმის გამო, რომ მცირე რესურსი ქონდა.
ბოლო წლების განმავლობაში Audi-მ ავტომობილებს საკმაოდ სწრაფი გადაცემათა კოლოფი დაუმონტაჟა. ამ კოლოფების ისტორია კი, სწორედ 1980 წელს დამზადებული რალის ავტომობილებით იწყება.
ორიგინალი Audi RS მოდელი, რომელიც 1994 წელს დამზადდა სანახევროდ Porsche-ს მიერ იყო დაპროექტებული. Porsche-ს ლოგოები ამოტვიფრული იყო სამუხრუჭე ხუნდებზე, ხოლო დისკები და სარკეები Porsche 911 Turbo-ს ანალოგი გახლდათ.
ჯერ კიდევ 2010 წელს კომპანიამ საიდუმლოდ გამოსცადა Audi TT S, რომელიც მთლიანად კომპიუტერით იმართებოდა. თუმცა, ეს ფაქტი დღემდე შეუმჩნეველი რჩებათ ავტომოყვარულებსა და კრიტიკოსებს.
ყველასათვის კარგად ნაცნობი 4WD სისტემა Volkswagen-ის IItis Jeep-ისგან გახდა ცნობილი, რომელიც Audi-ს ნაწილებით შეიქმნა სპეციალურად Paris-Dakar რბოლისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ კი Audi-მა პირველი Quattro ჩაუშვა წარმოებაში.
რალში მონაწილე Audi S1 Porsche 911 Turbo-ს Anti-Lag სისტემას იყენებდა. თუმცა, ეს ყველაფერი ფარულად ხდებოდა, რადგან არავის შეენიშნა Porsche-ს ჩართულობა გერმანელების საქმიანობაში.