LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საინტერესო ფაქტი BMW-ს შესახებ

104

გერმანული კომპანია უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც საავტომობილო ბაზარზე გამოჩნდა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი გახლავთ. თუმცა, არის ისეთი დეტალები, რასაც მისი გულშემატკივრების ყურამდე ჯერ არ მიუღწევია. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს გერმანული ავტოგიგანტის BMW შესახებ.

 

 

 

 

 

 

BMW პოპულარული ავტომობილების დამზადებით არ გამხდარა. თავდაპირველად გერმანელები თვითმფრინავების ძრავებს, მოტოციკლებსა და მატარებლის მუხრუჭებს ამზადებდნენ.

 

1.-BMW-facts-01

 

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია წარმოების გაგრძელებას 30000 ადამიანით ახერხებდა.

BMW-facts2

 

E23 სერიის ყველაზე პოპულარული ავტომობილი 745i, რომელსაც 286 ცხენის ძალა და 3.4 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავი ქონდა, მხოლოდ ბრიტანელებისთვის იყო მიუწვდომელი.

 

3.-BMW-facts3

 

ორიგინალი M3 E30 სპეციალურად GrpA–ს შეჯიბრისთვის შეიქმნა. თუმცა, მის წინამორბედს რომელიც ქალაქისთვის იყო განკუთვნილი 195 ცხენის ძალა ქონდა. შეჯიბრისთვის გამზადებული მოდელი კი 2.5 ლიტრიანი 240 ცხენის ძალის მქონე მძლავრი აგრეგატით წარსდგა მომხმარებლების წინაშე.

 

4.-BMW-facts4

 

პირველი ავტომობილი რომელიც M პაკეტით აღიჭურვა გახლდათ 1978 წელს გამოშვებული M1 რომელსაც 3.5 ლიტრიანი 24V ტიპის ძრავი და 280 ცხენის ძალა ქონდა.

 

5.-BMW-facts5

 

1972 წელს BMW პირველი ტურბინიანი ავტომობილის კონცეპტი წარადგინა, რომელსაც ძალიან უცნაური ფორმა და დიზაინი ჰქონდა. 280 ცხენის ძალიანი ავტომობილი, მხოლოდ ორ ეგზემპლარად იქნა გამოშვებული.

 

6.-BMW-facts6

 

BMW CSL პირველად 1973 წელს გამოჩნდა და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია სხვადასხვა შეჯიბრებებზე. ორიგინალური სპორტული დიზაინის გამო ამ ავტომობილს “Batmobile” უწოდეს. დროთა განმავლობაში ამ მოდელის ძრავის სიმძლავრე 750 ცხენამდე გაიზარდა.

 

7.-BMW-facts7

 

1973 წელს გამოშვებული BMW 2002 ისტორიაში ყველაზე ლამაზი ავტომობილის სახელით არის შესული. ე.წ. ”კუდრაჭა” მოდელს 2.0 ლიტრიანი, ტურბინიანი ძრავი ქონდა.

 

8.-BMW-facts8

 

BMW 335i 3.0 ლიტრიანი ტვინ-ტურბო ძრავით არის დამზადებული, რომელიც Toyota Supra–ს და Nissan Skyline–ს ძრავის ანალოგია.

 

9.-BMW-facts9

 

90-ანი წლების დასაწყისში Alpina-მ პირველად შეიძინა გერმანული ავტომობილი გასატუნინგებლად. მეხუთე სერიის E34 პირველი ავტომობილი გახდა, რომელმაც Alpina-საგან 3.5 ლიტრიანი ბი-ტურბო ძრავი მიიღო.

 

10.-BMW-facts10

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები