LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საინტერესო ფაქტი Honda-ს შესახებ

28

ავტომობილების შერჩევისას აუცილებელია იცოდეთ რა ისტორია იმალება კონკრეტული ბრენდის მიღმა. სწორედ ამიტომ,  გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, ერთ-ერთი უმსხვილესი, უპოპულარულესი და უმდიდრესი კომპანიის Honda შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

 

1) კომპანია 14 მილიონ ძრავს აწყობს ყოველწლიურად, შესაბამისად ყველაზე მსხვილ მწარმოებლადაც ითვლება. გარდა ამისა 1959 წლიდან მოყოლებული Honda მოტოციკლების უმსხვილესი მწარმოებლის სახელსაც ატარებს.

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

2) Honda Prelude მსოფლიში პირველი ავტომობილი იყო რომელსაც ოთხი წამყვანი თვალი ჰქონდა.

 

honda_prelude_bb1_by_snikkaz-d4c8oxb

 

3) სწორედ Honda გახლდათ პირველი კომპანია, რომელმაც სხვა კომპანიის (ამ შემთხვევაში Isuzu) უმსხვილესი აქციები შეიძინა და შეძენილი კომპანიის წარმოებაში ჩაერია.

 

1st-Honda-Passport

 

4) აგრეთვე პირველი მწარმოებელი იყო ვინც V-tech ტექნიკა საავტომობილო წარმოებაში ჩაუშვა.

 

Honda_L15A1_VTEC_Engine

 

5) ჰიბრიდული Civic-ის დებიუტი 2003 წელს შედგა და გახდა პირველი ელექტრო ავტომობილი, რომელიც ისე იყო დაპროექტებული, რომ ელემენტები ძრავს რესურსის ამოწურვამდე ემსახურებოდა.

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA

 

6) პირველი Honda Civic გამოშვებული იქნა 1973 წელს, მაშინ როდესაც მსოფლიოში საწვავის კრიზისი მძვინვარებდა. ეს მოდელი იმდენად ცოტა საწვავს მოიხმარდა და მოიხმარს, რომ დღემდე  ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ ავტომობილად ითვლება.

 

 

7) 2001 წელს Honda რიგით მეორე უმსხვილესი მწარმოებელი გახდა იაპონიის მასშტაბით.

 

 

8) კომპანიის შემოსავალი General Motors (GM)-სა და Ford-ის გაერთიანებული შემოსავლების ტოლია  და ამასთანავე Honda Motors მსოფლიოს 7 უმდიდრეს მწარმოებელ კომპანიებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს.

 

maxresdefault

 

9) ის გახლდათ პირველი იაპონური კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა ბიზნეს კლასის ავტომობილების გამოშვება 1986 წელს და სახელად Acura დაარქვა.

 

 

10) Honda S600 პირველი ავტომობილი გახლავთ, რომელიც კომპანიამ წარმოებაში კაბრიოლეტის სახით ჩაუშვა.

 

HondaS600-001

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები