LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საინტერესო ფაქტი Toyota-ს შესახებ

46

იაპონური კომპანია Toyota ერთ-ერთი უმსხვილესი და უდიდესი ავტომწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით. მის მიმართ დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად იზრდება კომპანიის შემოსავალიც. თუმცა, არსებობს ისეთი ფაქტები, რომელიც მომხმარებელმა ნაკლებად იცის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს Toyota-ს შესახებ.

 

 

 

 

დღესდღეობით Toyota AE86-ის საბაზრო ღირებულება 10 ათას ევროს შეადგენს ბრიტანეთში. თუმცა, თუ ამ ავტომობილს 10 წლის წინ შეიძენდით, მასში მხოლოდ 1000 ევროს გადაიხდიდით.

 

1

 

1996 წელს ჩატარებულ WRC (World Rally Championship)-ში Toyota-ს მონაწილეობა არ მიუღია იმის გამო, რომ Celica GT4 იმდროინდელი ძრავების ფონზე არალეგალურად იყო მიჩნეული.

 

2

 

90 წლებში GT1-ის წესებში ეწერა, რომ ავტომობილებს საწვავისთვის უფრო დიდი ადგილი უნდა ჰქონოდათ, ვიდრე ჩვეულებრივ ავტომობილებს. Toyota-მ ამ წესს გვერდი ფარულად აუარა და Le Mans-ზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

 

3

 

ეჭვგარეშეა, რომ Toyota ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა და მის პროდუქციას ყოველწლიურად  McDonald’s-ზე დიდი ბრუნვა აქვს.

 

4

 

ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში Land Cruiser-ი ყველაზე პოპულარულ ავტომობილად ითვლება. თუმცა, ამ ავტომობილით ფერმერები და მშენებლები სარგებლობენ.

 

5

 

დღესდღეობით ჩვენ Toyota-ს ფირმის უამრავი დასახელების მოდელს ვიცნობთ, Celica, Supra, MR2. თუმცა, თავდაპირველად წარმოებულ 2 ავტომობილს უბრალო სახელები  AA და AB ერქვა.

 

6

 

Toyota-მ ერთ-ერთი უძლიერესი ძრავი დაამზადა, რომელიც MR2-ში მოათავსა. პირველი თაობის MR2-ი ოთხწამყვანთვლიანი იყო და ჰქონდა 2.2 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა, რომლის სიმძლავრეც 650 ცხენის ძალას შეადგენდა.

 

7

 

იაპონელები ერთ-ერთი პიონერები არიან ტურბინიანი ძრავების დამზადებაში. ამ საკითხში კი უდიდესი წვლილი Toyota-მ შეიტანა. პირველი ტურბინიანი ძრავი სწორედ ამ უკანასკნელმა წარადგინა. სპორტული ავტომობილის ცხენის ძალამ კი 850-მდე მიაღწია.

 

8

 

SARD MC8-R ერთ-ერთი საუკეთესო სპორტულ ავტომობილად ითვლებოდა, რომელიც MR2-ის ბაზაზე იქნა აწყობილი. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავდაპირველად 1UZ V8 ტიპის ძრავს, მხოლოდ Lexus LS400-სთვის ამზადებდნენ.

 

9

 

ყველასათვის ცნობილია, რომ Toyota Muscle Car-ებს არ აწარმოებს, თუმცა, NASCAR-ისთვის მან სპეციალურად შექმნა ავტომობილი, რომელიც „ამერიკულ მუსკულებს“ ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება.

 

10

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები