ეს სტატია განკუთვნილია ყველაზე მამაკაცური მამაკაცებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ ავტომობილის ვიზუალური მხარე, მფლობელის ხასიათსა და განწყობას უნდა გამოხატავდეს. ეს სტატია, სწორედ მათთვისა, ვინც თვლის, რომ მამაკაცობა ეს არის ეთიკა, გამოცდილება და კეთილსინდისირება. დიახ, სწორედ თქვენთვის, ჩვენ მსოფლიოს 10 ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი შევარჩიეთ…
Sin City Hustler
Sin City Hustler სწორედ ის ავტომობილი გახლავთ, რომლის დანახვაც შიში ზარს სცემს საგზაო მოძრაობის სხვა წევრებს. თქვენს წინაშეა ალტერნატიული ავტოწარმოების ულამაზესი შედევრი…
ეს ავტომობილი 66 დიუმიან დისკებზე დგას და მისი სიმაღლე 1,83 მეტრს შეადგენს, შესაბამისად, მასში გოგონას ასაბრძანებლად აუცილებლად დაგჭირდებათ კიბე.
გიგანტური ავტომობილის ავტორი კომპანია Big Toyz გახლავთ და მისი ღირებულება 1 მილიონ დოლარს შეადგენს. თუ თქვენ მისი მფლობელი ბრძანდებით, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენ ნამდვილად ძალიან მამაკაცურად გამოიყურებით გარშემომყოფების თვალში…
Dodge Challenger SRT Hellcat
ეს ავტომობილი სწორედ ყველაზე ამბიციური ადამიანებისთვის იქნა დამზადებული, ვისთვისაც სისწრაფე სტიქიადაა ქცეული. ამერიკაში ამ ავტომობილის ფასი 60,000$-ს შეადგენს. თუმცა, როგორც ამბობენ, მისი ფასი იმ შეგრძნებების ფონზე, რომელიც მისი მართვის დროს გეუფლებათ, ნამდვილად არაფერია.
ნამდვილი მამაკაცი მაქსიმალურად სწრაფად უნდა ანვითარებდეს 100კმ/სთ სიჩქარეს… რა პრობლებაა? Challenger-ს ამ ნიშნულამდე მიღწევა სულ რაღაც 3 წამში შეუძლია. გეშინიათ კონკურენციის? არც ამ თემაზე გაქვთ სანერვიულო, რადგან ”ჯოჯოხეთის კატის” (Hellcat) კაპოტქვეშ, 707 ცხენის ძალა იმალება. ასე რომ, ამ ავტომობილით თქვენ ნებისმიერ წერტილში მუდმივად პირველი მოასწრებთ მისვლას…
International Scpecial Edition CXT
ბევრი თვლის, რომ თქვენ არც თუ ისე მამაკაცური ხართ? არ არის პრობლემა. სულ რაღაც 150,000 დოლარის დახარჯვის შემთხვევაში, მათი უმეტესობა, ვინც თქვენ ნაკლებად მამაკაცურად გთვლითად, თავადვე დაიწყებენ შურიანი თვალებით ყურებას, რადგან International Special Edition CXT სწორედ ის ავტომობილი გახლავთ, რომლის გამშვები სისტემის დანახვისას, ნებისმიერი გოგონა თქვენი გახდება…
ეს ავტომობილი, რომელის დისკებიც 90 კილოგრამს იწონის, ნებისმიერ თქვენს მიმართ გულგრილად განწყობილ ადამიანსაც კი თქვენს სასიკეთოდ შეაცვლებინებს აზრს. CXT საშუალებას მოგცემთ, ყველას ამაყად უყუროთ…
Bugatti Veyron
ამ სუპექარზე საუბარმა შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნამდვილი მამაკაცისთვის ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ავტომობილი, სწორედაც რომ სუპერქარი Bugatti Veyron გახლავთ.
სწრაფი, დახვეწილი, უნიკალური და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის დანახვისთანავე, ნებისმიერი ადამიანი თქვენს მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოიჩენს.
1,5 მილიონ დოლარად შეფასებული Veyron-ით თქვენ 1001 ცხენის ძალის მფლობელი ბრძადებით, რომელიც 100კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 3 წამამდე დროს ანდომებს, ეს კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, თქვენს ამბიციურობასა და მამაკაცურობას უსვამს ხაზს.
Ford Tonka Truck
კომპანია Ford-მა ეს ავტომობილი კომერციული გამოყენებისთვის შექმნა. ამ მონსტს შეუძლია გადაადგილოს 9 ტონა სიმძიმის ნებისმიერი ტიპის ტვირთი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს რისთვის გამოიგონეს ის?
ეს ავტომობილი ჩამოგაშორებთ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ თქვენ არ გყოფნით მამაკაცურობა… სწორედ ამიტომ, თუ თქვენ თქვენი ხასიათის დამტკიცება გაქვთ გადაწყვეტილი, არ აქვს მნიშვნელობა ქალაქში ცხოვრობთ, თუ სოფელში, Ford Tonka Truck იდეალური ვარიანტია.
Merecedes-Benz whit Adorments
როდესაც რეპ-შეპსრულებელმა იუვენილმა (Juvenile) 1999 წელს სიმღერა “Bling Bling” შექმნა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ყველაფერ მომავალში რეალობად იქცეოდა… ვერ მიხვდით? აი რაშია საქმე…
სიმღერაში საუბარი იყო მდიდრულ ავტომობილებზე, რომლებიც გაწყობილი იქნებოდა სხვადასხვა მდიდრული დეტალებით. ამ სიმღერის გამო მან კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა 2014 წელს კომპანია Mercedes-Benz-მა ”სვაროვსკი”-ს თვლებით გაწყობილი უნიკალური მოდელები წარადგინა, რომელთა ფასიც 83,000 დოლარი გახლდათ…
Lamborghini Gallardo
ეს ავტომობილი მამაკაცურად განსაკუთრებით გოგონების თვალში გამოიყურება… Lamborghini Gallardo თავს ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მამაკაცად გაგრძნობინებთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი მილიონ დოლარზე მეტია, სუპერქარი ნამდვილად საუკეთესო შეგრძნებებისა და საკუთარი თავის უკეთ შეგრძნებაში დაგეხმარებათ.
Paramount Marauder
ეს საბურავებიანი რაკეტა, აპოკალიფსის შემთხვევაში ნოეს კიდობნის როლს შეასრულებს. ადამიანების თვალში კი თქვენ გმირი გახდებით. ავტომობილი მოგცემთ საშუალებას დომინანტი ბრძანდებოდეთ თქვენს ტერიტორიაზე და იყოთ პირველი გარშემომყოფების თვალში…
ეს მონსტრი აფრიკულმა კომპანიამ Paramount-მა შექმნა და მისი თავდაპირველი დანიშნულება საომარი მოქმედებებისგან თავდაცვას გულისხმობდა. მას შეუძლია გაუძლოს ცეცხლს, მძლავრ დარტყმებსა და ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილდება. მისი ფასი 48,000 დოლარს შეადგენს, რად ნამდვილად არ არის ძვირი უძლეველი ავტომობილისთვის.
Alton F-650
არ იცით სად დახარჯოთ ფული? არ იცით როგორი ავტომობილი ქსურთ? გაამზადეთ 200,000 დოლარი და შეიძინეთ Alton F-650, რომელიც თქვენს ხასიათს უმალვე აამაღლებს.
სხვა ავტომობილებისაგან განსხვავებით, ამ ჯიპის ტიპის ავტომობილს არ შეუძლია დახმარება გაუწიოს დაზიანებულ ავტომობილებს გადაადგილებაში, მაგრამ სიამოვნების, კომფორტისა და განსაკუთრებულობის შეგრძნების მიღებაში ის საუკეთესოა. Alton F-650 აღჭურვილია საუკეთესო ხმის სისტემითა და სხვა კომფორტული დეტალებით, რომელიც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებთ.
Caddillac
უამრავ საავტომობილო თამაშში, არსებობს საიდუმლო კოდები, რომლებიც თქვენს ავტომობილს მთავარ მოქმედ გგმირად გადააქცევს. როგორ ფიქრობთ, არსებობს ასეთი ავტომობილები რეალურად?
დიახ! ის არსებობს და ამერიკის პრეზიდენტის პირად დაქვემდებარებაშია. Caddilac, რომელიც სპეციალურად პრეზიდენტის დასაცავად შეიქმნა, ნებისმიერი ტიპის ტყვიებს, ყუმბარმტყორცნებსა თუ აფეთქებებს უძლებს.
ალბათ ყველა ერთხმად შევთანხმდებით იმაზე, რომ ეს ავტომობილი მართლაც საავტომობილო სამყაროს მთავარი მოქმედი გმირია. მამაკაცურობის ეტალონი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილი გახლავთ, დაგიცავთ ნებისმიერი ტერაქტისა თუ თავდასხმისაგან. თუმცა, სამწუხაროდ მისით სარგებლობა, მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს შეუძლია…