„ლივერპულმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ გაიარა და ახლა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ოთხი პრემიერლიგური გუნდია. ასეთი რამ 2008/09 წლების სეზონშიც მოხდა, როდესაც რუნი და რონალდო „იუნაიტედში“ თამაშობდნენ, ხოლო გვარდიოლას ‘ბარსელონას“ მწვრთნელობა ახალი დაწყებული ქონდა.
გავიხსენოთ.
არსენალი – ვილიარეალი
არსენ ვენგერის ბოლო წარმატებული ჩემპიონთა ლიგა. მაშინ ნახევარდაცვაში ფაბრეგასი, ნასრი და ალექს სონგი იყვნენ, წინ რობინ ვან პერსი და ადებაიორი. პირველ მატჩში ლონდონელებს მცირე პრობლემები ქონდათ, მაგრამ ესპანეთიდან 1:1 წამოიღეს, ხოლო ლონდონში 3:0.
მანჩესტერი – პორტო
„იუნაიტედი“ წინა ლიგის გამარჯვებული იყო და მარტივი ჯგუფიდან გავიდა. მერვედფინალში კი მოურინიოს „ინტერს“ მოუგო.
პირველი მატჩი მანჩესტერში ჩატარდა და 2:2 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში რონალდომ იფეთქა. ის უკვე არ მალავდა, რომ „რეალში“ წასვლა უნდოდა, მაგრამ 40 მეტრიდან მაინც გაიტანა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
ლივერპული – ჩელსი
კლასიკა. აქამდე ეს გუნდები ორჯერ შევხდნენ ლიგის ნახევარფინალში. ეს იყო ბენიტესის პიკის „ლივერპული“: ალონსო ჯერ არ იყო მადრიდში წასული, ხოლო ჯერარდი და ტორესი პრაიმ დონეზე გავიდნენ. „ჩელსიში“ მოურინიო აღარ იყო (ჰიდინკი წვრთნიდა), მაგრამ იყვნენ ვარსკვლავები: ჩეხი, ტერი, ლემპარდი, დროგბა.
ტრილოგია ლამაზად დასრულდა. გუნდებმა ერთმანეთს 12 გოლი გაუტანეს. პირველი მატჩი „ჩელსიმ: სტუმრად 3:1 მოიგო. საპასუხოში „ლივერპულმა“ ორი სწრაფი გოლი შეაგდო, მაგრამ მერე „ჩელსიც“ შეტევაში წავიდა და საბოლოოდ – 4:4.
ბარსელონა – ბაიერნი
ერთადერთი მეოთხედფინალი ინგლისელების გარეშე. გვარდიოლას პირველი წელი იყო, ხავი, ინიესტა და მესი კი უკვე ანგრევდნენ. კლინსმანის „ბაიერნს“ განსაკუთრებით მწარედ ბარსელონაში მოხვდა – 4:0.
ნახევარფინალში „მანჩესტერი“ საკმაოდ იოლად გაუსწორდა „არსენალს“, ხოლო „ბარსელონასა“ და ჰიდინკის „ჩელსის“ ამბავი მთელი დრამაა.
გადამწყვეტი მატჩი კი რომში შედგა და „ბარსამ“ დამაჯერებლად აჯობა „მანჩესტერს“ 2:0.
მაშინ მეოთხედფინალის ბადის ნახევარს ინგლისური გუნდები შეადგენდნენ, მაგრამ კატალონიურმა მოიგო. დღევანდელ ვითარებას და „ბარსას“ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, თავისუფლად შეიძლება იგივე განმეორდეს.
წილისყრა პარასკევსაა, 15 მარტს. ვნახოთ აბა წელს როგორ დაწყვილდებიან.