LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე გრძელი ავტობუსი მსოფლიოში

437

მსოფლიოს ყველაზე გრძელი ავტობუსები ორი, ან სამი ნაწილისგან შედგებიან, რომლებიც „გარმოშკით“ არის გადაბმული. მათი მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათია, რაც მძლავრი დიზელის ძრავებით მიიღწევა, ხოლო ერთ ჯერზე 350-მდე მგზავრის გადაყვანა შეულიათ.

  1. Neoplan Jumbocruiser (1972-1992) – 18 მეტრი

ეს ერთადერთი ორსართულიანი მზის ენერგიაზე მომუშავე ავტობუსია, რომელიც გერმანიაში დამზადდა. მასში 103 სამგზავრო სავარძელია და ის გინესის რეკორდსმენია.

  1. Ikarus 286 (1980-1988) – 18,3 მეტრი

ასეთი ავტობუსები მთელს აშშ-ში გადაადგილდებოდნენ. ცნობილი უნგრული ავტობუსის სპეციალური ვერსია აშშ-ში აიწყო. ისინი ჩვენთვის ცნობილ „გარმოშკებზე“ 2 მეტრით უფრო გრძელები არიან. გარდა ამისა, მათ ქრომირებული „ამერიკული“ ბამპერები აქვთ.

  1. МАЗ-215.069 (2011) – 18,75 მეტრი

ეს მინსკის საავტომობილო ქარხნის ნამუშევარია. ავტობუსი 176 მგზავრზეა გათვლილი და მათ ხუთი კარი ემსახურება.

  1. Mercedes-Benz Citaro “CapaCity L” (2014) – 21 მეტრი

ეს მოდელი, ისევე როგორც Mercedes-Benz-ის სხვა ავტობუსები, მგზავრებს მთელს მსოფლიოში დაატარებენ. გაზზე და დიზელზე მომუშავე ვერსიებთან ერთად, ხელმისაწვდომია ჰიბრიდული ვერსიაც.

  1. Ikarus 293 (1988) – 22,7 მეტრი

უნგრული ავტობუსი ექსპლუატაციაში წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომაც სერიაში არ ჩაეშვა. მცირე პარტია თეირანსა და კუბაზე გაიგზავნა. ავტობუსი 33 ტონას იწონის და 70 კმ/სთ-მდე სწრაფდება. ის 229 ადამიანს იტევს.

  1. Van Hool AGG 300 – 24,8 მეტრი

ავტობუსი 200 ადამიანს იტევს და მგზავრებს ჰოლანდიაში, ბელგიასა და შორეულ ანგოლაშიც კი ემსახურება.

  1. Youngman Bus JNP6250G – 25 მეტრი

ამ ჩინურ ავტობუსს 290 ადგილი აქვს, მათგან მხოლოდ 40-ია დასაჯდომი. ასეთი ავტობუსები პეკინსა და ჰანჩჟოუში მოძრაობენ.

 

  1. Neobus Mega BRT (2011) – 28 მეტრი

ბრაზილიური ქალაქი კურიტიბა ჩქაროსნული ავტობუსების სისტემის გამოყენების წარმარტებული მაგალითია. სპეციალურ ზოლზე დიდი ტევადობის ავტობუსები მოძრაობენ. ავტობუსები შვედი სპეციალისტების დახმარებით, Scania-სა და Volvo-ს მონაწილეობით შეიქმნა. ის 10%-ით ეკოლოგიურ ბიოსაწვავს მოიხმარს.

  1. Göppel AutoTram Extra Grand (2012) – 30,73 მეტრი

ავტობუსი ფრაუნჰოფერის ინსტიტუტში ევროპული ქალაქების სატრანსპორტო პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავდა. მას დრეზდენის ქუჩებში 258 მგზავრი ერთ ჯერზე გადაყავს. ხოლო პეკინმა და შანხაიმ ასეთი ავტობუსები უკვე შეუკვეთეს.

  1. DAF SuperCityTrain – 32,2 მეტრი

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტობუსი აფრიკის ცენტრში, კონგოს რესპუბლიკაში მოძრაობს. ის 28 ტონას იონის და 350 ადამიანი გადაყავს.

http://www.novate.ru/blogs/130916/37982/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები