LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე მძლავრი და უსაფრთხო ავტომობილი (ფოტო)

35

ავტომწარმოებლები სახიფათო სიტუაციებისა და კატასტროფებისთვის განკუთვნილ ავტომობილებს გვთავაზობენ. მათგან საუკეთესოებს კი ჩვენი დახმარებით გაეცნობით…

 

Mercedes G63 AMG 6×6

გავრცელებული მითის მიხედვით, Mercedes-ის ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს S Class-ის Maybach-ი წარმოადგენს, რაც უდიდედსი ტყუილია. რატომ? იმიტომ, რომ გერმანელების წარმოებაში არსებულ ავტომობილებს შორის ყველაზე ძვირადღირებული G63 AMG 6×6 გახლავთ, რომელიც თავისი ვიზუალითა და 544 ცხენის ძალით, ყველაზე დაცულ ავტომობილებს შორის მოხვდა.

 

 

Dartz Black Shark

ლიტვურმა კომპანიამ Dartz სწორედ უნიკალური ავტომობილით, Black Shark მოიპოვა პოპულარობა. ავტომობილის კაპოტქვეშ Mercedes GL63 AMG-ს ძრავია მოთავსებული. მისი ვიზუალური დიზაინი კი, აუცილებლად დაგარწმუნებთ იმაში, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ავტომობილია.

 

 

Mercedes LAPV 6X Concept

სიაში აგრეთვე მოხვდა Mercedes-ის კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალური სახით არის წარმოდგენილი ერთ-ერთ ყველაზე დაცულ, მანევრირებად და შეუჩერებელ ავტომობილად ითვლება. ჯავშნიანი ავტომობილი თქვენი სურვილისამებრ ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს…

 

 

Land Rover 100 Special War Version

თქვენ იფიქრებთ, რომ ეს ავტომობილი, რომელიღაც მდიდრულმა ტუნინგ ატელიემ გადააკეთაო, მაგრამ ცდებით. Land Rover 100 ერთადერთი საბრძოლო ავტომობილი გახლავთ, რომელიც ბრიტანეთში, ქარხნულად სწორედ ასეთი სახით იწარმოება. ის იდეალურია როგორც ასფალტზე, აგრეთვე ყინულზე, თოვლსა თუ უდაბნოში. რაც შეეხება ჯავშანს, ის რამდენიმე ტონა ტროტილის აფეთქებას უძლებს…

 

 

LaZareth LM 847

ეს მოტოციკლი ისე გამოიყურება, თითქოს ”შეშლილი მაქსის” ახალი სერიისთვის დაამზადეს, თუმცა, დიახ, ის კომპანია LaZareth-ის უახლესი სერიული მოდელი გახლავთ, რომელიც 470 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. შეიძლება ის არ არის ჯავშნიანი, არც Dartz და არც მერსედესი, მაგრამ, LM 847 მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მოტოციკლად ითვლება…

 

 

Avtoros Shaman

თქვენს წინაშეა რუსული წარმოების გიგანტი Avtoros Shaman, რომელიც მსოფლიოს კრიტიკოსებმა ერთ-ერთ ყველაზე უსაფთხო ავტომობილად აღიარეს. ავტომობილი 8 წამყვანთვლიანი გახლავთ, რაც იმის გარანტია, რომ თქვენ მასთან ერთად დაუმარცხებელი იქნებით.

 

 

Peugeot 2008 DKR

ავტომობილი, რომელიც ლეგენდარული შეჯიბრისთვის ”Dakar”-ისთვის დამზადდა გზის ნებისმიერ საფარზე შეუჩერებელია. სწორედ ეს ავტომობილი გახდა ფრანგული კომპანიის Peugeot-ის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. ის უძლებს +50 გრადუს სიცხესა და -20 გრადუს ყინვას.

 

 

Big Toyz Racing Sin City Hustler

ამ ავტომობილის შესახებ მსოფლიოს არაერთ ჟურნალსა თუ ტელევიზიაში საუბრობენ. 9,75 სიგრძისა და 7 ტონა სიმძიმს მქონე უნიკალური ავტომობილი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. უნიკალურ მოდელში 13 ადამიანი თავსდება, რაც შეეხება მის გამავლობას, ალბათ ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ამ ”მონსტრს” ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.

 

 

Inkas Sentry APC

თქვენს წინაშე აპოკალიფსისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი იდეალური საშუალებაა. ეს კანადელი მონსტრი, რომელიც ჯავშანითაა აღჭურვილი შესაძლებლობას იძლევა გაიაროთ დანაღმულ მინდორზე და თავიდან აიცილოთ ჯავშანგამტარი ტყვიები. Inkas Sentry Apc აღჭურვილია საავარიო ლუქითა და საომარი კაბინით, რომელიც 360 გრადუსით ბრუნავს…

 

 

Ariel Nomad

და ბოლოს, უახლესი თაობის სკუტერი, რომელიც სპეციალურად ოფროუდისთვის შეიქმნა. მისი საერთო მასა 670 კგ-ა. ხოლო 0-დან 100კმ/სთ სიჩქარემდე 3,4 წამში ანვითარებს. Ariel Nomad-ი უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ალუმინის მასალისგან შედგება და საოცრად მანევრირებადია. მისი საშუალებით ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას უმარტივესად შეძლებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები