LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე საიმედო და კომფორტული ავტომობილი

594

Consumer Reports-ის ექსპერტებმა წლის ათი ყველაზე საიმედო და კომფორტული ავტომობილის ჩამონათვალი შეადგინეს. რეიტინგზე მუშაობისას, სპეციალისტებმა ფასი და კარგი მართვადობა გაითალისწინეს. ასევე, შეისწალეს ტექნიკური აღჭურვილობა, ძრავთა გამა და უსაფრთხოების მაჩვენებლები.

პირველი პოზიცია Toyota Yaris iA-მ დაიკავა, რომელიც ზოგიერთ ბაზარზე Scion iA-სა და Mazda2-ის სახელით არის ცნობილი.

მეორე პოზიცია Chevrolet Cruze-ს ერგო, რომელიც ბრენდის აბსოლუტური ბესთსელერია. მოდელმა სპეციალისტების ყურადღება დიზაინის, სალონის სივრცისა და ხმის იზოლაციის გამო მიიქცია.

მესამე პოზიცია რეიტინგში ახალი გენერაციის Toyota Prius-ს მიანიჭეს. ექსპერტების აზრით, ის ეკონომიურია, ჩუმია და აქვს კომფორტული სალონი.

ხუთეულში ასევე Mazda MX-5 Miata და KIA Optima შევიდნენ. თუკი პირველი ავტომობილი შესანიშნავი ექსტერიერით გამოირჩევა და საიმედოა, მეორე ავტომობილის სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ საბაზო ოფციების კრებული ისეთი აქვს, რაშიც სხვა მწარმოებლები დამატებით თანხას ითხოვენ.

წლის ყველაზე საიმედო ავტომობილების ჩამონათვალში ასევე დასახელდნენ: Chevrolet Impala, რომელიც შორეული მოგზაურობებისთვის შესანიშნავია, Subaru Forester რომელიც თანამედროვე ავტომოყვარულის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, Toyota Highlander მძლავრი ძრავით, Audi Q7 სრულყოფილებასთან მიახლოებული დიზაინით და Honda Ridgeline, რომელიც თავისუფლად უწევს კონკურენციას ლეგენდარულ Ford F-150-ს.