LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე საიმედო პრემიალური ქროსოვერი

332

ორგანიზაციებმა Consumer Reports და  JD Power ათი ყველაზე საიმედო ქროსოვერისა და ყველგანმავალის ჩამონათვალი შეადგინეს.

მეათე ადგილი  Porsche Macan-ს ერგო, იაპონური ქროსოვერი Lexus RX მეცხრე პოზიციაზე განთავსდა, კიდევ უფრო საიმედოდ დასახელდა კომპანიის სხვა მოდელი Lexus NX, რომელიც მერვე ადგილზეა.

ერთი საფეხურით მაღლა განთავსდა Buick Encore, რომელმაც Consumer Reports-ის ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

მეექვსე ადგილზე გერმანული BMW X5, შემდეგი ორი პოზიცია კი ასევე ბავარიული მარკის მოდელებმა, კომპაქტურმა ქროსოვერებმა BMW X3-მა და BMW X1-მა დაიკავეს.

ტოპ სამეულში გერმანული Audi Q5, Audi Q3 და Acura RDX შედიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები