აშშ-ში კენტუკის შტატის 100 წლის მაცხოვრებელმა პენსიაზე მოიწყინა და სამსახურში დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ New York Times წერს.
ჯოკლეტა უილსონმა იუბილე 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნა. ის წლების განმავლობაში პროფესიონალი მოცეკვავე იყო, შემდეგ კი 37 წლის განმავლობაში ცეკვის აკადემიაში ასწავლიდა. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ქალი საკუთარ სახლში ცხოვრობს, დადის ავტომობილით და ორი დღის განმავლობაში ინსტრუმენტების მაღაზიაში მუშაობს.
„პენსიაზე სამჯერ გავედი. ყოველ ჯერზე ის 10 წელი გრძელდებოდა, შემდეგ იმდენად ვიღლებოდი უსაქმურობით, რომ ამის ატანა აღარ შემეძლო.“ – დააზუსტა ხანდაზმულმა.
მან ისიც დაამატა, რომ ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამსახურში დაბრუნება. ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს გადატანილი, მათ შორის სიმსივნეც, თუმცა ამტკიცებს რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. „ასეთ სისულელეებზე ფიქრი არ ღირს, სწორედ ამიტომ არ ვნერვიულობ ამაზე“, – განაცხადა ამერიკელმა.