LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის საიუბილეო კოპა ამერიკა დაჯგუფდა

29

სამხრეთამერიკის კონფედერაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირის წილისყრა შედგა.

კოპა ამერიკის ფინალისტები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ: არგენტინას შანსი აქვს რევანში აიღოს ჩილესთან.
წილისყრის სრული შედეგები ასეთია:
А ჯგუფი:
აშშ, კოლუმბია, კოსტა რიკა, პარაგვაი

В ჯგუფი:
ბრაზილია, ეკვადორი, ჰაიტი, პერუ

С ჯგუფი:
იამაიკა, მექსიკა, ურუგვაი, ვენესუელა

D ჯგუფი:
არგენტინა, ჩილე, პანამა, ბოლივია
2001 წლიდან მოყოლებული კოპა ამერიკა ოთხწლიან ციკლზე გადავიდა, თუმცა 2012 წელს კონკაკაფმა შეთავაზა 2016 წელს კონმებოლის 100 წლის აღსანიშნავად დაკავშირებით საიუბილეო ტურნირი ჩაეტარებინათ.

კოპა ამერიკა-2016 პირველად გაიმართება სამხრეთ ამერიკის ფარგლებს მიღმა. ორგანიზატორი ქვეყანა აშშ-ია.
ტურნირი სტარტს 3 ივნისს აიღებს და 26 ივნისამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები