ბრიტანეთის მკვიდრმა 102 წლის იუბილე იზეიმა და ხანგრძლივი სიცოცხლის უჩვეულო მიზეზი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Record ავრცელებს.
კეტი ჰილოკმა საპატიო ასაკი შოტლანდიაში, მოხუცებულთა სახლში აღნიშნა. პანსიონატის თანამშრომლებმა ქალბატონისთვის „დიდი გეტსბის“ სტილის წვეულება მოაწყეს და იუბილარმა სტუმრებს თავისი ბედნიერი ცხოვრების მთავარი საიდუმლო გაუმხილა.
ქალი დარწმუნებულია, ამდენ ხანს მხოლოდ იმ ფაქტის დამსახურებით იცხოვრა, რომ ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობები არ ჰქონია და არც ქმარი ჰყოლია.
„ჩემი ხანგრძლივი, ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების საიდუმლო – ყველაფერი ზომიერია. მე კარგად ვიკვებები, მთელი ცხოვრება ქველმოქმედებით ვარ დაკავებული.. და ალბათ, ყველაზე მთავარი – არასდროს მქონია სერიოზული ურთიერთობა და არც დაქორწინებული ვყოფილვარ“, – დააზუსტა 102 წლის კეტიმ.