LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

102 წლის ტყუპმა დებმა დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნეს

105
102 წლის ტყუპმა დებმა დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნეს

აშშ-ში მცხოვრებ ტყუპ დებს 102 წელი შეუსრულდათ და იუბილესთან დაკავშირებით,  თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილეს. ამის შესახებ WTVG წერს.

როგორც მერილინ რაიტი და მადელინ კასპერი ამბობენ, ბავშვობიდან სულ „ერთ ტალღაზე“ იყვნენ. მაშინაც კი როცა მათი ცხოვრების გზები გაიყო, იდენტური ქცევით გარშემომყოფებს ყოველთვის აოცებდნენ. მაგალითად, მათ შეეძლოთ ერთი და იმავე კერძის მომზადება ერთ საღამოს, თანაც ისე რომ ერთმანეთთან არც შეეთანხმებინათ. ერთხელ კი ქალებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შვილების ოთახებისთვის იდენტური ფარდები შეკერეს.

როცა ტყუპებს თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გამხელა სთხოვეს, რაიტმა ხუმრობით უპასუხა: „ალკოჰოლურ კოქტეილზე რას იტყოდით ვახშმის წინ?“. სინამდვილეში დების მთავარი საიდუმლო სიკეთეა, ისინი ადამიანებში მხოლოდ კარგი მხარის დანახვას ცდილობენ და არც არავინ სძულთ.

მორიგი დაბადების დღე დებმა ოჯახთან ერთად აღნიშნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები