LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

103 წლის პენსიონერი ვადაგასული მართვის მოწმობით საშიში მართვის გამო დააკავეს

138
მართვის მოწმობა (1)

იტალიის პოლიციამ დააკავა 103 წლის ქალი, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს უხეშად არღვევდა. ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, პენსიონერი რამდენიმე დღის განმავლობაში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, თავისი ავტომობილით სიჩქარის რეჟიმს არ იცავდა.

საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი 1920 წელს დაბადებული ჯუზეპინა მოლინარი აღმოჩნდა. ქალის მართვის მოწმობა ვადაგასული იყო, ავტომობილის დაზღვევა კი მას საერთოდ არ გააჩნდა.

შედეგად პოლიციამ პენსიონერს ავტომობილი ჩამოართვა და მძღოლი სახლში წაიყვანა. ამასთან ქალმა განაცხადა, რომ მეგობრებთან მიიჩქაროდა, მომავალში კი პირობას დებს რომ მანქანაზე უარს იტყვის და ორბორბლიან ტრანსპორტზე, კერძოდ მოპედზე გადავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები