აუქციონის სახლი RM Sotheby’s 964 თაობის სპორტქარების Porsche 911-ის ყველაზე ძვირადღირებულ და ექსკლუზიურ კოლექციას ყიდის. ვაჭრობა მარტის თვეში, ელეგანტურობის კონკურსზე Amelia Island Concours d’Elegance გაიმართება. მთლიანი კოლექცია დაახლოებით 7,4 მილიონ დოლარად გასხვისდება.
გასაყიდად გატანილი ავტომობილები ერთ-ერთ უიშვიათეს მოდელებად მიიჩნევა. კოლექციაში 11 სპორტქარი შედის, რომლებიც 964 და 930 ძარებით არიან წარმოდგენილნი.
ერთ-ერთი მათგანი Porsche Carrera RSR-ია, რომელიც იშვიათ ყვითელ ფერშია შესრულებული. სპორტქარის გარბენი 765 კილომეტრია, საორიენტაციო ფასი კი 1,2-1,4 მილიონი დოლარი.
კიდევ ერთი ლოტი Carrera RS-ია, რომელიც 1993 წელს გამოვიდა. სულ კომპანიამ ასეთი 55 ავტომობილი გამოუშვა.
იყიდება ასევე Porsche 911 Turbo S X83 Flachbau, რომელიც მხოლოდ ათ ეგზემპლარად აიწყო.