ქალბატონებთან ურთიერთობისას, მამაკაცები ხშირად ვერ ხვდებიან სიმპათიაა მათ შორის, თუ უბრალოდ მეგობრობა. არსებობს პრობლემის გადაჭრის საკმაოდ მარტივი მეტოდი – ჰკითხოთ პირდაპირ და გააკვირვოთ საკუთარი სითამამით, თუმცა, მაღალია რისკი დაააფრთხოთ ნაადრევი შეკითხვებით და საერთოდ გააფუჭოთ ურთიერთობა. არსებობს კიდევ ერთი, ე.წ. პარტიზანული მეთოდი, რაც ქალის ქცევის შესწავლას, მის რეაქციაზე და არავერბალურ ჟესტებზე დაკვირვებას გულისხმობს.
* თუ ქალი საკუთარ გრძნობებზე მიგანიშნებთ
თუ ქალი ხშირად გეძახით მოფერებითი სახელით და გეპრანჭებათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მოსწონხართ და თქვენგან ელოდება ინიციატივის გაჩენას.
* თუ ქალს თქვენთან უნდა ყოფნა
თუ ქალი ხშირად გირეკავთ, მუდმივად ეძებს თქვენთან კონტაქტის მიზეზს და ყოველთვის მზადაა გადადოს ნებისმიერი საქმე თქვენი გულისთვის, მაშინ ის ნამდვილად შეყვარებულია და თამამად შეგიძლიათ გადადგათ შემხვედრი ნაბიჯი.
* თუ ქალი ეჭვიანობს
შეყვარებული ქალი ყოველთვის ეჭვიანია და ძალიან არ უყვარს, როცა ჰორიზონტზე მეტოქე ჩნდება. თუ შეამჩნიეთ, რომ ქალს არ უნდა თქვენი მეგობარი გოგონების გაცნობა და აშკარად ნერვიულობს, როცა სხვა სიმპათიურ გოგონებს ესაუბრებით, ე.ი. ის შეყვარებულია და თქვენც საკუთარ კავალერად გთვლით.
* თუ ქალი თქვენზე ზრუნავს
ნებისმიერი ქალი ოცნებობს იზრუნოს საკუთარ მამაკაცზე. თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე, გაძლევთ საქმიან რჩევებს და ცდილობს გასიამოვნოთ გემრიელი კერძებით, მაშინ ის, არა თუ შეყვარებული, არამედ ქორწინებისთვისაც მზადაა.
* თუ ქალს ნებისმიერ დროს უხარია თქვენი ნახვა
შეყვარებულ ქალს ყოველთვის ფიზიკურად იზიდავს სასურველი მამაკაცი. ამიტომ, თუ თქვენს დანახვაზე ქალი იღიმის და თვალები უბრწყინავს, დიდ კომპანიაში მხოლოდ თქვენ გამჩნევთ და ცდილობს იყოს გვერდით, მუდმივად თმას ისწორებს და თითქოს შემთხვევით გეხებათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მას თქვენთან არა მარტო ემოციური, არამედ ფიზიკური კონტაქტიც ძალიან უნდა.
* თუ ქალი საჩუქრებს გჩუქნით
საყვარელი მამაკაცისთვის, ნებისმიერი ქალი მზადაა დახარჯოს ფული და შეიძინოს შესაფერისი საჩუქარი. მოსიყვარულე ქალს არასდროს ავიწყდება პარტნიორის დაბადების დღე და ყოველთვის ცდილობს გაახაროს სასიამოვნო სიურპრიზით. ამიტომ, თუ ქალი შეყვარებულია, ის არასდროს შემოიფარგლება უბრალო ღია ბარათით და სავარაუდოდ ან საკუთარი ხელით გაკეთებულ ნივთს გაჩუქებთ ან ისეთ რომანტიკულ საჩუქარს გაგიკეთებთ, რაც ხშირად შეგახსენებთ თქვენს ურთიერთობას.
* თუ ქალი იბნევა თქვენთან ურთიერთობისას
თუ თქვენთან ურთიერთობისას ქალი იბნევა, ლოყები უწითლდება და ხშირად უმიზეზოდ გიბრაზდებათ, ე.ი. ის შეყვარებულია და საკუთარ გრძნობებს ვერ ერევა.
* თუ ქალს თქვენი შეხება სიამოვნებს
ყველაზე აშკარა მინიშნება, რომ ქალი თქვენზე შეყვარებულია, ფიზიკური კონტაქტია. თუ ქალი არა მარტო უფლებას გაძლევთ შეეხოთ, არამედ თვითონაც მოიწევს თქვენსკენ, ხშირად გეხვევათ, სხვების დასანახად კი, ნაზად გეხებათ, ე.ი. ის თქვენში პოტენციურ საქმროს ხედავს და უნდა რომ თქვენი ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდეს.
* თუ ქალი გაეჭვიანებთ
ქალი არასდროს შეხვდება სხვა მამაკაცს, სანამ არ დარწმუნდება, რომ საყვარელი მამაკაცის კეთილგანწყობას ვერასდროს მოიპოვებს. თუმცა, ეჭვიანობა – სულ სხვა საქმეა! თუ თქვენი თანდასწრებით ქალი სხვა მამაკაცებს ეპრანჭება, ცდილობს მათგან კომპლიმენტების მიღებას, თუმცა არ აძლევს საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ გაეჭვიანებთ, ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას და ელოდება თქვენს აქტიურ მოქმედებას.
* თუ ქალი ყოველთვის მზადაა შეგირიგდეთ
არ არსებობს ურთიერთობა კამათისა და უსიამოვნებების გარეშე. ჩვეულებრივ, ქალს ძალიან არ უყვარს პირველი ნაბიჯის გადადგმა და ინიციატივის გამოჩენას ყოველთვის მამაკაცისგან ელოდება. თუმცა, თუ მორიგი უთანხმოების შემდეგ, თქვენი რჩეული რამდენიმე დღესაც ვერ ითმენს და პირველი გირეკავთ, ე.ი. მას ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის და მისთვის ურთიერთობა უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი სიამაყე.
* თუ ქალი წინა პლანზე საკუთარ გარეგნობას აყენებს
თუ ქალი ყოველთვის ფორმაშია და მაქსიმალურად ცდილობს გაუსვას ხაზი საკუთარ გარეგნობას, ე.ი. ის შეტევაზეა გადასული და აქტიურად ცდილობს თქვენს მოხიბვლას.
* თუ ქალს თქვეთან სექსი უნდა
თუ ქალი ან მიგანიშნებთ ან პირდაპირ გეუბნებათ, რომ თქვენთან სექსი უნდა, ე.ი. ის არა თუ მოხიბლული, არამედ სერიოზულადაა თქვენზე შეყვარებული. გახსოვდეთ, რომ ქალების უმეტესობა მხოლოდ მაშინ თანხმდება ფიზიკურ ურთიერთობას, როცა მართლა შეყვარებულია.