უეფამ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მაძიებელთა შორტ-ლისტი გამოაქვეყნა. სიაში 12 ფეხბურთელი მოხვდა – თითო პოზიციაზე სამ-სამი.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 30 აგვისტოს, მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს გამოაცხადებენ.
პრეტენდენტთა სია ასეთია:
მეკარეები – ალისონი (რომა/ლივერპული), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი/პსჟ), კეილორ ნავასი (რეალი);
მცველები – მარსელო (რეალი), სერხიო რამოსი (რეალი), რაფაელ ვარანი (რეალი);
ნახევარმცველები – კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ტონი კროოსი (რეალი), ლუკა მოდრიჩი (რეალი);
ფორვარდები – ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი/იუვენტუსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).