LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების მფლობელებს ზიანი აუნაზღაურდებათ

18

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებულ ავტომობილების მფლობელებს დედაქალაქის საკრებულო ფულად დახმარებას გადასცემს. როგორც ”ავტორადიოს” დედაქალაქის საკრებულოში განუცხადეს, უკვე დამტკიცდა სტიიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ასევე დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი. საუბარია სულ 101 ავტომობილზე.

აღნიშნული წესი ფიზიკური პირების მფლობელობაში არსებულ დაზიანებული ავტომობილებს შეეხება, რომლებიც ორ კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიაში შედის: დაზიანებული ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათასი აშშ დოლარი და მეტია, (შესაბამისი ექვივალენტი ლარებში) ამ ავტომობილების მფლობელები ავტომობილის საბაზრო ღირებულების 70%-ს მიიღებენ, ხოლო ავტომობილების, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათასი აშშ დოლარზე (შესაბამისი ექვივალენტი ლარებში) ნაკლებია – 100%-იან ანაზღაურებას მიიღებენ.

მეორე კატეგორიის, ანუ არასრულად განადგურებული ავტომობილების მფლობელები კი წესის მიხედვით, ავტომობილის საბაზრო ღირებულების 25 % მიიღებენ.

”საუბარია დაუზღვეველ ავტომობილებზე და ავტომობილების იმ მესაკუთრეებზე რომელთაც ჯერ არ მიუღიათ დახმარება, იმიტომ, რომ არის რამდენიმე მესაკუთრე, რომლებმაც დონორი ორგანიზაციებიდან მიიღო აღნიშნული დახმარება” – აცხადებენ თბილისის საკრებულოში.

საწყის ეტაპზე ავტომანქანების საფასურს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს. ამის შემდეგ დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა. თანხის გაცემის პროცედურები კი სავარაუდოდ იანვრიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები