სტეფანე 13 აგვისტოს ბათუმში, კლუბში „სოჰო“ კონცერტს ქართველ მუსიკოსებთან ერთად გამართავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ და საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ლუკა თოფურია, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, გიორგი შამანაური, თორნიკე აბულაძე, მარიამ მახაშვილი, სოფია სააკაშვილი, მარიამ კახელიშვილი. საღამოზე როგორც ახალი, ისე ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტები აჟღერდება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთის ღირებულება 30, 40, 50 ლარია.
შეგახსენებთ, რომ კლუბში „სოჰო“ 10 აგვისტოს შეგიძლიათ რუსა მორჩილაძის საღამოს დაესწროთ, სადაც რუსას ცნობილ ჰიტებს ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერლები შეასრულებენ.
კლუბი „სოჰო“ 12 აგვისტოს ლელა წურწუმიას კონცერტს გთავაზობთ. ცნობისთვის, აღნიშნული კონცერტის მთავარი სტუმარი „დუეტი ჯორჯია“ იქნება.
ლელა წურწუმია 12 აგვისტოს ბათუმში კონცერტს გამართავს
ბათუმში რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება