წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გზის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულებიიყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან და ავსტრიიდან. გზის სირთულიდანგამომდინარე მშენებლობის პროცესშიმაქსიმალურად იქნა გათვალისწინებულიუსაფრთხოების ნორმები:
ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით დამონტაჟდა სპეციალური ბადეები, რომელიცაჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს;
დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც უმნიშვნელო ქანისგადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელ–გასასვლელში დაყენებულშლაგბაუმებს და ისინი ავტომატურად იკეტება.
სპეციალისტებმა გამოიკვლიეს დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმური ბიძგები და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონები დაიბურღა და განხორციელდა ქანებისანკერული გამაგრება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 29 მილიონ ლარს სცდება.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთი–ბეთანიის ახლადგახსნილი გზა ინფრასტრუქტურისმინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთანერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად გზის დაზიანების ფაქტიგაიხსენა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.
„ჩვენ გვახსოვს, მაშინ, როდესაც სტიქია დაატყდა დედაქალაქს თავს, მთელი მთა იყოჩამოსული, რომელმაც მთლიანად გზაც ჩაიტანა. შეუძლებელი იყო აქ მოძრაობა. დღეს უკვეგაიხსნა ეს გზა. ადამიანებს უკვე შეუძლიათ აქ გადაადგილება. მნიშვნელოვანია ის, რომუსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. თქვენ ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოებიაჩატარებული. აქ დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომლის მეშვეობითაც გზა საფრთხისშემთხვევაში ჩაიკეტება. შესაბამისად, ადამიანებს აქ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.