ახალი ავტომობილების ევროპულმა ბაზარმა ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ ძლივს ზრდა აჩვენა. ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაციის (ACEA) ინფორმაციით, აგვისტოში ევროპაში მანქანების გაყიდვის მაჩვენებელი 3,4%-ით გაიზარდა, გასულ თვეში ევროპელებმა 748 961 ავტომობილი იყიდეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვიანი კრიზისის შემდეგ ახალ ავტომობილებზე მოთხოვნამ ევროკავშირის ყველა დიდ ბაზარზე მოიმატა. მაგალითად, გერმანიაში ერთ თვეში 3%-ით მეტი ავტომობილი გაყიდეს, საფრანგეთში – 3,8%-ით მეტი, ესპანეთში – 9,1%-ით, იტალიაში კი საერთოდ – 9,9%-ით მეტი სატრანსპორტო საშუალების რეალიზება მოხერხდა.
თუმცა, მთლიანობაში 2022 წელი ავტო ბაზრობისთვის მაინც წარუმატებელი იყო. იანვრიდან მაისის თვემდე ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა 11,9%-ით დაეცა და მხოლოდ 5,9 მილიონი რეალიზებული ერთეული შეადგინა. საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი ვარდნა იყო იტალიაში, ქვეყანაში რომელმაც აგვისტოს თვეში განსაკუთრებული შედეგი დადო.