გერმანიის მასშტაბით ყველაზე ძველმა ავტომობილმა ტექდათვალიერების პროცედურა წარმატებით გაიარა. სპეციალისტებმა 1894 წლის Benz Victoria-ს ტექნიკური მდგომარეობა შეისწავლეს. მოდელი ვიზუალურად კატერს ჰგავს და ის ამჟამად ადგილობრივი მუზეუმის მფლობელობაშია. ტექდათვალიერების დროს მანქანას ვერანაირი გაუმართაობა ვერ აღმოუჩინეს და მას საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილების უფლება მისცეს.
მუზეუმის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მოდელი გერმანიის ყველაზე ძველი ავტომობილია. მანქანა 3 ლიტრის მოცულობის ერთ ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და აგრეგატის სიმძლავრე 6 ცხენის ძალაა.
მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-ს შეადგენს.