ზებგერითმა ავტომობილმა Bloodhound SSC, რომელიც 135 000 ცხენის ძალას ავითარებს, თავისი პირველი გასვლა განახორციელა. ავტომობილი 322 კმ/სთ-მდე აჩქარდა. ეს ამბავი ბრიტანული კორნუოლის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოხდა.
Bloodhound SSC-ის საჭესთან ენდი გრინი იმყოფებოდა, ბრიტანელი პილოტი, რომელმაც პირველად გადააჭარბა ბგერის სისწრაფეს ავტომობილით. ორი გარბენის მსვლელობისას ინჟინრების გუნდი საჭის მართვის მუშაობას, მუხრუჭებსა და გაშვების სისტემებს ამოწმებდა. ტესტირბის შემდეგი ეტაპი 2018 წელს, სპეციალურად მომზადებულ ტრეკზე გაიმართება. ვარაუდობენ, რომ ეს სამხრეთ აფრიკული უდაბნოს, ჰასკინ პანის 18 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება, სადაც Bloodhound SSC 966 კმ/სთ-ს განვითარებას შეძლებს.
თუკი ცდები წარმატებით ჩაივლის, 2019 წელს ენდი გრინი ეცდება თავისივე წინა რეკორდი მოხსნას, რომელიც 1997 წელს დაამყარა. ამისათვის მას მოუწევს Bloodhound SSC-ით 1228 კმ/სთ განავითაროს.
2020 წლისთვის კი ზებგერით ავტომობილზე დამატებით რეაქტიულ ძრავებს დაამონტაჟებენ და ეცდებიან ავტომობილი 109 კმ/სთ-მდე აასწრაფონ.