რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი, მაია მაზანაშვილი და ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თათა სადრაძე გადაცემა „საქმიან დილას“ სტუმრობდნენ, სადაც „ოქროს ტალღაზე“ ისაუბრეს. წლის სიმღერის დაჯილდოვება მთაწმინდის პარკში 20 ივნისს გაიმართება.
მაია მაზანაშვილი:
როგორც ბიზნესს, ამ თემას ამ ჭრილში არ განვიხილავთ. შოუბიზნესი ის სფეროა, რომლის განვითარებას ხელს ვუწყობთ, პასუხისმგებლობა იგრძნო კომპანიამ, რომ დამატებითი სტიმული მიეცა მისი განვითარებისთვის. შეიქმნა „ოქროს ტალღა“, რომელიც ითვალისწინებს წლის სიმღერის გამოვლენას. ეს აძლევს მოტივაციას ყველა შემსრულებელს, კომპოზიტორსა თუ სტუდიას, შექმნას განსაკუთრებული სიმღერა, რომელიც აიღებს ამ მნიშვნელოვან პრიზს.
თათა სადრაძე:
ჩვენ გვაქვს ოთხი განსხვავებული რადიოსადგური, ამიტომაც ბუნებრივია, რომ არის ჟანრთა სხვადასხვაობა. ყოველ წელს გვაქვს განსხვავებული ნამუშევრები, წლიდან წლამდე იზრდება მონაწილეთა რაოდენობა, ამ შემთხვევაში მონაწილეობას 125 სიმღერა იღებს. ყველა ჟანრს თავისი კატეგორია აქვს.
„ფორტუნას“ რეიტინგი არ აკლია, ეს ფაქტია, მას არ აკლია პირველობა და ლიდერობა. რა როლს ასრულებს „ოქროს ტალღა“ ჰოლდინგისთვის?
ეს არის საიმიჯო პროექტი. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე ბევრი ქართული სიმღერა შეიქმნას. ჩვენთან პრემიერდება სხვადასხვა გადაცემაში, ჩვენი ბაზისთვის არის მნიშვნელოვანი.
მაია მაზანაშვილი:
„ოქროს ტალღას“ უკვე აქვს დიდი ცნობადობა და ეს არის ბრენდი, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ შექმნა. მთელ მსოფლიოში არის პრეცედენტი, რომ ლიდერი კომპანიები შოუბიზნესის მასტიმულირებელ ღონისძიებებს ქმნიან. ჩვენ ვართ ლიდერი, ჩვენს ოთხ რადიოსადგურს ბაზრის 56% უკავია, მთელი ქართული შოუბიზნესი თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას ჩვენი რადიოეთერების საშუალებით აკეთებს. 120 ადამიანი კომპანიის შიგნით მთლიანად არის ჩართული ამ ღონისძიების შექმნაში…
თათა სადრაძე:
წლევანდელი ღონისძიება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან „ფორტუნას“ 20 წელი უსრულდება და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ წლევანდელ „ოქროს ტალღა“.
გამარჯვებულს ინტერნეტში ხმის მიცემა განსაზღვრავს მხოლოდ?
ეს მხოლოდ ერთი ნომინაციაა, „ხალხის რჩეული“. გვყავს კომპეტენური ჟიური, რომელიც არჩევს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს.
მაია მაზანაშვილი:
ქანდაკების გარდა, რომელსაც ირაკლი წულაძე ქმნის, წლის სიმღერის შემსრულებელს გადაეცემა 5000 ლარი ჩვენი კომპანიისგან. ჟიური საზღვრავს პირველ რიგში, რომ ნამუშევარი უნდა იყოს ხარისხიანი, რასაკვირველია, მის პოპულარობასაც ითვალისწინებს.