LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 იანვარი – ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

47

14 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავენ. კონცერტზე შესრულდება სუხიშვილების დაუვიწყარი ტანგო ანიტასთან ერთად.

ილიკო სუხიშვილი სპეციალურად ამ საღამოსთვის ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებულ რამდენიმე კომპოზიციაზე ცეკვას დადგამს.

2015 წელს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 90 წელი უსრულდება.

“ბედნიერი ვარ, რომ 2015 წელს საქართველოში შევხვდი და ძველით ახალი წლის საღამოს გავატარებ ჩემს საყვარელ ქართველ მაყურებელთან, ნიკასთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. საერთოდ, ბოლო რამდენიმე წელია მე და ნიკა ერთობლივი კონცერტით ვხსნით ყოველ ახალ წელს და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში შემოქმედებითი სიახლეებით სავსე ცხოვრება გამოგვდის”- ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები