LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის წინ: ვეტერანმა მორაგბეებმა ისტორიული თარიღი აღნიშნეს

59

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ვეტერან მორაგბეთა კავშირის ინიციატივით, სიმბოლური მატჩი გაიმართა. ვეტერანმა მორაგბეებმა 14 წლის წინანდელი ისტორიული თარიღი აღნიშნეს.

2002 წლის ოქტომბერში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რუსეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, მსოფლიო თასზე სათამაშო სახეობებში გავიდა.

2002 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 17:13 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება და 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. საქართველო ქართული სპორტის ისტორიაში, მსოფლიო პირველობაზე სათამაშო სახეობებში პირველად გავიდა.

თამაშში მონაწილეობა მიიღეს იმ ვეტერანმა მორაგბეებმა, რომლებმაც 2002 წელს ჩატარებულ მატჩში გამარჯვებას მიაღწიეს, ასევე ითამაშა რაგბის კავშირის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბიძინა გეგიძემ, იმ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერიმა ლევან ცაბაძემ (ლეონსიომ) და სხვებმა. თამაშში მონაწილეობა მიიღო შემდგომი თაობის “ბორჯღალოსნებმაც” და ყოფილმა რაგბისტმა და ამჟამად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

2002 წელს მოპოვებული გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრები 2019 წელს ზედიზედ მეხუთედ, მსოფლიო თასზე ითამაშებს.

 

14591646_1174981395857625_2950067526648013038_n

14601031_1174980719191026_657537676523086070_n

14470520_1174980489191049_1661693895376459096_n

14479569_1174980025857762_5451749135213804962_n

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები