LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14:43 – საქართველომ მსოფლიო წითელ ურჩხულებთან წაგებით დაიწყო

168
70706301-2444835108946907-4944923567327281152-o

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა წაგებით დაიწყო – 14:43 უელსთან. ბუნებრივია ექვსი ერის და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან მოგებას ვერ მოთხოვ ჩვენს გუნდს, თუმცა ამ მსოფლიო თასზე მოლოდინი ქომაგს დიდი აქვს. ჩვენი გუნდს უკვე საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს ამხელა ტურნირებზე გამოსვლის და თან ბოლო დროს მილტონ ჰეიგიც ამბობდა, ახლა გუნდი უფრო გაზრდილია და ასეთი კარგი აქამდე არ ყოფილაო.

 

არადა, დაიწყო თამაში და… მე-3 წუთზე პირველი ლელო მივიღეთ; მე-15 წუთისთვის 0:15 იყო; მე-20 წუთისთვის 0:20 და მეტოქის სრული უპირატესობა. სადღაც 25-ე წუთისთვის მოვახერხეთ იმათ ნახევარზე გადასვლა. მოკლედ, მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო ჩვენთვის და სანამ აზრზე მოსვლა მოვახერხეთ, „წითელ ურჩხულებს“ საქმე მოთავებული ქონდათ. ტაიმის ბოლოს კი უელსელებმა ერთი ლელოც მიამატეს და სოლიდური 29:0-ით გავიდნენ შესვენებაზე.

მეორე ტაიმი სხვანაირი გამოვიდა. სულ რომ არაფერი, ჩვენებმა ორი ლელო დადეს. მშვენიერი შედეგია. ტაიმის დასაწყისში შალვა მამუკაშვილმა დაამიწა და თედო აბჟანდაძემ გარდასახა.
მეორე ლელო კი ლევან ჩილაჩავამ დადო. თედოს გარდასახვა ამჯერზეც ზუსტი გამოდგა.

ჩვენს ორ ლელოს უელსელებმაც ორი ლელოთი (მეორე ტაიმში) უპასუხეს და საბოლოო 43:14 დასრულდა.

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 29 სექტემბერს ურუგვაისთან ითამაშებენ და ეს მატჩი თბილისის დროით ისევ 14:15 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ფავორიტად მიიჩნევა და მხოლოდ მოსაგებად გავა მოედანზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები