15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად „ბილტმორ თბილისში“ შედგა.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს:
გამარჯვებულები გახდნენ:
მეათე ადგილი
თამაზ ბოჭორიშვილი საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაცია
მეცხრე ადგილი
გივი მარგველაშვილი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანება
მერვე ადგილი
ანდრეი ზინჩენკო საქართველოს სეიბუკაი კიოკუშინ კარატეს ფედერაცია
მეშვიდე ადგილი
ბექა ბერძენიშვილი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
მეექვსე ადგილი
ნანა ძაგნიძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მეხუთე ადგილი
ვახტანგ ჩიდრაშვილი საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია
მეოთხე ადგილი
გიორგი შკინინი საქართველოს რაგბის კავშირი
მესამე ადგილი
ლევან საგინაშვილი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია
მეორე ადგილი
ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია
პირველი ადგილი
კოტე ჯანაშია საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაცია