თანამედროვე ცხოვრების ტემპის გამო, ყველას გვჭირდება მოდუნება და დასვენება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძვირიან კურორტე, მდიდრულ სასტუმროში უნდა დაისვენოთ.
CNN-მა შეადგინა იმ ადგილების სია, სადაც ყველაზე კარგად შეიძლება დასვენება და განტვირთვა.
ინგლისი, აღმოსავლეთ სასექსის საგრაფოს სანაპირო, 7 დის კლდე
მოძრავი მთები, რომელიც გარს აკრავს ზღვას და საოცარი ბუნება – ეს ადგილი აღმოსავლეთ სასექსს, სიფორდსა და ისტბურნს შორის მდებარეობს.
გაზაფხულზე ლურჯი ზღვა, ცარცისფერი კლდეები და მწვანე გარემო, სადაც მუდმივად ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის.
ბალი, უგუდი, იოგა ბანი
იოგის მოყვარულების სამოთხე – ბალის საოცარი ბუნება, მწვანე მდელოები, კლდეები, სალოცავები და საოცარი სიმშვიდე. ეს ადგილი ქუთასა და სემიაკის სანაპიროებს შორის მდებარეობს.
ამ ადგილზე შეგიძლით თან დაისვენოთ და თან პროფესიონალების მიერ წარმართულ იოგას კლასებს შეუერთდეთ.
მოროკო, სადი ჩეჰმარუჩი
სოფელ იმლილიდან ბილიკი ტაიკლის მთის ფერდობზე ადის, სწორედ ამ გზაზე მდებარეობს ეს შესანიშნავი ადგილი.
ბერბერების დასახლებაში, მთელი მაროკო დადის სალოცავად, სამკურნალოდ და ა.შ.
სოფელი ჩანჩქერების “ალყაში” მდებარეობს. ასე რომ ამ კლდიან ადგილას, გრილი დასვენებაც შესაძლებელია. ასევე თავგადასავლების მოყვარულმა შესაძლოა ლაშქრობაც დაგეგმონ.
აის ჯინგუ, იაპონია
ამ ადგილს იაპონიის სულსაც ეძახიან. იეს ჯინუ, მზის ქალღმერთის ამატერასუსადმი მიძღვნილი სალოცავების შინტოების სახლია.
დიდი პოპულარობის მიუხედავად, ეს წმინდა ადგილი, მშვიდ დასასვენებელ ადგილად რჩება.
ნაკლებად მცხუნვარე მზის სხივები, სუფთა ჰაერი, შინტოებში შესრულებული წმინდა რიტუალები, ნამდვილად სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ თავს. თუნდაც ერთი გასეირნება ამ სოფელში, დამსვენებელს თავს განტვირთულად და უფრო კონცენტრირებულად აგრძნობინებს.