„ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი“ – სერხიო რამოსმა პარტნიორები რესტორანში შეკრიბა და მოტივირება სცადა.
„რეალის“ მცველმა თანაკლუბელები „ესპანიოლთან“ თამაშის შემდეგ გუნდურ ვახშამზე დაპატიჟა. კაპიტანმა ისინი მადრიდის ფეშენებელურ რესტორანში მიიწვია. ყველა მივიდა კეილორ ნავასის, ტონი კროოსისა და გარეთ ბეილის გარდა, რომელთაც გაცდენის საპატიო მიზეზი ქონდათ.
რამოსი და მარსელო ყველაზე აქტიური სპიკერები იყვნენ. მათ სურდათ დახმარებოდნენ ფეხბურთელებს, რომლებთაც ახლა საქმე კარგად არ მისდით, მაგალითად ისკოს.
„რეალი“ ესპანეთის პირველობაზე მესამე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ 10 ქულით ჩამორჩება.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდელები „აიაქსს“ შეხვდებიან.
ამასობაში სერხიო რამოსმა დოკუმენტური სერიალი დაანონსა საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე.
„მალე გამოვა ახალი პროექტი Amazon Prime Video. მოგიყვებით რა ხდება მოედანზე და მის მიღმა“, – აღნიშნა „სამეფო კლუბის“ კაპიტანმა.
რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს.