LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისთან დაკავშირებით შსს-მ რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტა

20

თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება. 16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი.

17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება – თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.

ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები