რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი ღვინო მივიღოთ? კარგი ადგილი, ადგილის შესაფერისი ჯიშის ვაზი და მოვლის წესები, რაც ხარისხიანი ღვინის მიღების კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ყურძნის საჭირო კონდიციამდე მიყვანა, ანუ დამწიფება, დაღვინების პროცესის სწორად წარმართვა და ღვინის შენახვა იდეალურ პირობებში.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია შესაფერისი ადგილის შერჩევა ვენახის გასაშენებლად. ამისთვის ისტორიული გამოცდილება არსებობს, რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ და ვენახებიც ისეთ ადგილებში გავაშენოთ, სადაც ისინი ოდესღაც უკვე გაშენებული იყო.
საქართველოში დარეგისტრირებულია 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მიკროზონა, ეს გახლავთ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, მევენახეობისთვის განკუთვნილი სპეციფიკური ზონები სადაც კონკრეტული ვაზის ჯიშები ხარობს და აქ მოწეული ყურძენიც შესაბამისი გემოთი და თვისებებით ხასიათდება, ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს.
მოყვანილი და გადამუშავებული უნდა გახლდეთ ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან მევენახეობის ზონაში,
რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა
მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა
მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე.
რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან
ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი
ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით, რომელსაც მინიჭებული აქვს
იმავე გეოგრაფიული ადგილის სახელი.
გეოგრაფიული დასახელებები, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, განსაკუთრებული ინსტრუმენტია უნიკალური ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ეფექტური ბრენდირებისთვის, მათი გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებისა და ქვეყნის რეგიონალური განვითარებისთვის.
ისტორიულად, გეოგრაფიული დასახელებები ღვინის მწარმოებელთა მხარდაჭერის მიზნით ჩამოყალიბდა და დღესაც, ყველაზე აქტიურად, ამ სექტორის მიერ გამოიყენება.
ახაშენი – კახეთი – ჯიში საფერავი, ფერი – წითელი, ტიპი – ნახევარდტკბილი.
ატენი (ატენური) -შიდა ქართლი, ჯიში -ჩინური, გორული მწვანე, ალიგოტე, ფერი-თეთრი, ტიპი -ცქრიალა.
გურჯაანი-კახეთი.ჯიში – რქაწითელი, კახური მწვანე, ფერი- თეთრი,ტიპი-მშრალი.
კახეთი-კახეთი.ჯიში – რქაწითელი, კახური მწვანე , ფერი -თეთრი ,ტიპი -მშრალი.
კარდენახი-კახეთი.ჯიში – რქაწითელი, ხიხვი, კახური მწვანე, ფერი -თეთრი, ტიპი -შემაგრებული.
ხვანჭკარა-რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი,ჯიში -ალექსანდროული, მუჯურეთული, ფერი -წითელი,ტიპი -ნახევარდტკბილი.
ქინძმარაული -კახეთი. ჯიში – საფერავი, ფერი -წითელი, ტიპი – ნახევარდტკბილი.
კოტეხი-კახეთი.ჯიში – რქაწითელი, საფერავი, ფერი -წითელი თეთრი, ტიპი – მშრალი.
ყვარელი-კახეთი.ჯიში – საფერავი, ფერი-წითელი, ტიპი -მშრალი.
მანავი -კახეთი. ჯიში – კახური მწვანე, რქაწითელი, ფერი-თეთრი. ტიპი-მშრალი.
მუკუზანი-კახეთი.ჯიში – რქაწითელი, საფერავი,ფერი-წითელი, თეთრი.ტიპი-მშრალი.
ნაფარეული-კახეთი.ჯიში -რქაწითელი, საფერავი,ფერი – წითელი, თეთრი.ტიპი-მშრალი.
სვირი – იმერეთი . ჯიში – ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა.ფერი -თეთრი.ტიპი – მშრალი.
თელიანი-კახეთი. ჯიში – კაბერნე სოვინიონი.ფერი – წითელი, ტიპი -მშრალი.
ტიბაანი-კახეთი. ჯიში – რქაწითელი, ფერი – თეთრი, ტიპი -მშრალი.
წინანდალი-კახეთი. ჯიში -რქაწითელი, კახური მწვანე, ფერი – თეთრი.ტიპი -მშრალი
ტვიში – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. ჯიში -ცოლიკოური, ფერი – თეთრი.ტიპი -ნახევრადტკბილი.
ვაზისუბანი-კახეთი. ჯიში – რქაწითელი, კახური მწვანე,ფერი – თეთრი, ტიპი-მშრალი.