18 აგვისტოს „სოჰო ბათუმში“ მისულ მსმენელს საინტერესო კოლაბორაცია ელის.
„სოჰო ბათუმის“ სცენაზე კონცერტს ლელა წურწუმია და Parov Stelar-ის ყოფილი საქსოფონისტი, MAX THE SAX გამართავენ. ლელა წურწუმია მსმენელის წინაშე ტრადიციულად ბენდ „NONSTOP“-თან ერთად წარდგება.
კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 30, 40, 50 ლარია.
აღსანიშნავია, რომ „სოჰო ბათუმი“ ზაფხულის სეზონზე მსმენელს ქართველი და უცხოელი არტისტების არაერთ ივენთს სთავაზობს.