LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19-წლამდელებმა უელსთან წააგეს

23

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო. ჩვენი ბიჭები უელსელ თანატოლებს გაეჯიბრნენ და 0:3 დათმეს. ბრიტანელებმა სამივე გოლის გატანა პირველ ნახევარში მოახერხეს. 34-ე, 44-ე და 45-ე წუთებზე გოშაძის კარის აღება აბრუზესმა, ჯეიმსმა და ტომასმა შეძლეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრია ალბანეთს დაუპირისპირდა და ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2:1 მოიგო.

ჩვენები მომდევნო შეხვედრას 14 ნოემბერს ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩი კვლავ “მიხეილ მესხზე” გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველო – უელსი 0:3

საქართველო: გოშაძე, ახალაძე (46 კომახიძე), ნადარაია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი (46 გვარაძე), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, არაბიძე, გოშთელიანი, მიქელთაძე (71 კიკნაძე)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები