LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1914 ძალის ჰიპერქარმა Rimac Nevera-მ ერთდროულად 23 რეკორდი დაამყარა

134
rimac

ელექტრონულმა ჰიპერქარმა Rimac Nevera-მ ერთ დღეში 23 რეკორდი დაამყარა. პოლიგონზე Automotive Testing Papenburg კუპემ საუკეთესო შედეგი აჩვენა 100, 200 და 300 კილომეტრ საათის განვითარებისას, ასევე მას ყველაზე მოკლე სამუხრუჭე მანძილი ჰქონდა 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემდეგ გაჩერებისას.

2022 წელს Rimac-ის ჰიპერქარმა სერიულ ელექტროქარებს შორის სიჩქარის რეკორდიც დაამყარა, როცა 412 კმ/სთ-მდე შეძლო აჩქარება.

ეს ელექტროქარისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და რამდენიმე დღის წინ ჯერ არსებული რეკორდები გააუმჯობესა, შემდეგ ახლებიც დაამყარა, მთლიანობაში 23 ცალი.

Rimac Nevera-ს 4 ელექტრონული ძრავა აქვს და მათი კომბინირებული სიმძლავრე 1914 ცხენის ძალაა. ელემენტი 120 კილოვატ საათიანია. საპასპორტო მონაცემების მიხედვით, NEvera 0-დან 100 კმ-ს 1,97 წამში ავითარებს, ხოლო 300 კილომეტრამდე გასახურებლად 9,3 წამი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები