LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1931 წლის ბუგატი აუქციონზე გაიყიდება

43

აუქციონის სახლი Gooding & Company იანვარში გასაყიდად ომამდე პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სპორტქარს – 1931 წლის როდსტერ Bugatti Type 55-ს გაიტანს.  ავტომობილში, რომელიც მხოლოდ 38 ერთეული გამოვიდა, 4-5 მილიონი დოლარის აღებას გეგმავენ.

ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ ეს მოდელის პირველი ეგზემპლარია, რომელიც პარიზის ავტოსალონზე, 1931 წელს წარმოადგინეს. ის ერთ-ერთი ფრანგული ოჯახის წევრს, დიუკ ლა-ტრემოილს ეკუთვნოდა. გამოშვებული 38 ავტომობილიდან მხოლოდ Type 55 გამოირჩეოდა სარბოლო ავტომობილის მსგავსი კაპოტით.

მოძრაობაში ბუგატი 2.3 ლიტრიანი ძრავით მოდის, რომელიც 131 ცხენის ძალას ავითარებს.

ავტომობილს ორიგინალი ძრავი და შასი აქვს. 2012 წელს მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები