LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 მილიონიანი წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია

107

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია ახორციელებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება. აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად გაიყო.

პირველი ეტაპის ფარგლებში, უკვე დასრულდა 9.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, ხოლო მეორე ეტაპი ითვალისწინებს დარჩენილი 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და ახალი, 24 მეტრიანი, რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობას.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შენგალაიას განცხადებით, გზის ექსპულუატაციაში შესვლა ორი დიდი რეგიონის მოსახლეობის კომფორტულ კავშირს უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები