LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლის ჩინელ გოგონას ორმა ავტომობილმა გადაუარა

38

2 წლის ჩინელ გოგონას ორმა ავტომობილმა გადაუარა და ის სრულიად უვნებელი გადარჩა. „ABC news”-ის ინფორმაციით, შემთხვევა სიჩუანის პროვინციაში მოხდა და იქ ქუჩაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრებში კარგად ჩანს, რომ პატარა გოგონა მოხუც ბებიას გაექცა და პირდაპირ გზაზე გავიდა. ბავშვი მძღოლებმა ვერ შეამჩნიეს და შემთხევით მას გადაუარეს. საბედნიეროდ, გოგონა იმდენად პატარა იყო რომ ავტომობილი არც კი შეხებია და ის დაზიანებების გარეშე გადარჩა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შემდეგ,ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა იქიდან მალევე გამოწერეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები