20 ივლისიდან ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ აიღებს სტარტს. ფესტივალს, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ეწყობა, საფუძველი 2004 წლიდან ჩაეყარა. წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა და დედაქალაქს მოიცავს. რაც შეეხება კონცერტებისა და სხვადასხვა გამოფენების განრიგს, ეთნოგრაფიულ მუზეუმი კონცერტების პარალელურად გამოიფინება ხალხური რეწვის ნამუშევრები, გაიმართება გასართობი წარმოდგენები და ხალხური თამაშობები, იფუნქციონირებს კვების ობიექტები.
წლევანდელი ”არტ-გენის” პროგრამა ასეთია:
20 ივლისი
18:30 – 22:00 ფოლკლორი სამეგრელო
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯაზის საღამო თამაზ ყურაშვილი და მეგობრები
21 ივლისი
18:30 – 22:00 ფოლკლორი შიდა ქართლი
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი “ჩვენებურები”
22 ივლისი
18:30 – 22:00 ფოლკლორი “სამცხე – ჯავახეთი”
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფები “რეგიონი”, “ფრანი”
23 ივლისი
18:30 – 22:00 ფოლკლორი “ქვემო ქართლი”
22:00 დასკვნითი კონცერტი ნიკა კოჩაროვი – რობი კუხიანიძე
24 ივლისი
18:30 – 22:00 ფოლკლორი რაჭა
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი “სუხიშვილები”
25 ივლისი
18:30 – 22:00 ფოლკლორი იმერეთი
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი “ზუმბალენდი”
26 ივლისი
18:30 – 22:00 ფოლკლორი აჭარა
22:00 დასკვნითი კონცერტი ნინო ქათამაძე
27 ივლისი
18:30 – 22:00 ფოლკლორი კახეთი
22:00 დასკვნითი კონცერტი ჯგუფი “33ა”
შესვლა 18:00 საათიდან 22:00 საათამდე
1 დღის ბილეთის ფასი 11,50 ლარი; 8 დღის აბონიმენტის ფასი 57 ლარი.
საინფორმაციო მხარდაჭერა – „რადიო არ დაიდარდო“