LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება

53

20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაერო ყველა სახელმწიფოს, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს ეს დღე შესაბამისად აღნიშნონ, მათ შორის იგულისხმება ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების გამართვა.

 

”International Day of Happines” გაერომ 2012 წელს დააწესა და მისი მიზანია იმ იდეის მხარდაჭერა, რომ ბედნიერება პლანეტის ყველა ადამიანისთვის საერთო გრძნობაა.

 

გაერო ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ”მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ფლეილისთს” შეადგენს. ”ტელეგრაფი” წერს, რომ მუსიკალურ სიაში მოხვდებიან ედ შირანის, დევიდ გეტას, ჯონ ლეჯენდისა და ჯეიმს ბლანტის სიმღერები.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სტივ უანდერის ”Signed Sealed Delivered”-ის დამატებაც ითხოვა. პან გი მუნი აცხადებს, რომ მოხარულია ”MixRadio”-სთან პარტნიორობით: ”ამ დღეს ჩვენ მუსიკის უნივერსალურ ენას გამოვიყენებთ და სიღატაკით, უფლებათა დარღვევით, კრიზისებისა და ეკოლოგიური დეგრადაციით ტანჯულ ადამიანებს სოლიდარობას გამოვუცხადებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები