LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის მორაგბე საბა მაღლაფერიძე გარდაიცვალა

69

20 წლის მორაგბე საბა მაღლაფერიძე გარდაიცვალა. იგი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბ ქუთაისის „არესში” თამაშობდა.

საბას მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიას დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა. მის დასახმარებლად, ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული სასწრაფო ოპერაციისთვის შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი (თურქულმა კლინიკამ ,,ანკარა ჰოსპიტალი” საბას ოპერაციისთვის 95 ათასი დოლარი მოითხოვა).
აპრილში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, კერძოდ სარაგბო ეკიპირების გამოფენა-გაყიდვა. გახსნილი იყო საბანკო ანგარიში.
სამწუხაროდ, უამრავი ადამიანის მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა სპორტსმენის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.

საბა მშობლების ერთადერთი შვილი იყო.

 

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სამძიმარს გამოხატავს ოჯახისა და ახლობლების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები