LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის შემდეგ ევროპა მაღალი სიჩქარის მატარებლების ქსელით დაიფარება

111
20 წლის შემდეგ ევროპა მაღალი სიჩქარის მატარებლების ქსელით დაიფარება

20 წლის შემდეგ ამსტერდამიდან პარიზამდე მატარებლით მხოლოდ საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი მისვლა, პარიზიდან ვარშავამდე – დაახლოებით ექვს საათში, ხოლო ვარშავიდან ბერლინამდე – ორსაათ-ნახევარში. ეს შესაძლებელი გახდება მაღალი სიჩქარის რკინიგზის ქსელის წყალობით, რომელიც ევროპის ყველა რეგიონს ერთმანეთთან დააკავშირებს.

დაგეგმილია დაახლოებით 50,000 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა, რათა მატარებლებმა 250–350 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავონ. დღეს ევროპაში რკინიგზა სულ 200,000 კმ-ს მოიცავს, რაც მეორე მსოფლიო ომამდე არსებულ მაჩვენებელზე 15–20%-ით ნაკლებია.

მარშრუტები მხოლოდ დედაქალაქებს შორის არ გაივლის – ისინი ყველა დიდ ქალაქს დააკავშირებენ, მაგალითად ათენს სალონიკთან ან ნეაპოლს ბართან (იტალია).

მატარებელი, თვითმფრინავთან შედარებით, დროს ზოგავს: სადგურები ქალაქების ცენტრშია განთავსებული და უსაფრთხოების შემოწმება, როგორც აეროპორტებში, საჭირო არ არის.

მოსალოდნელია, რომ 20 წლის შემდეგ ევროპელთა 50% შორ მანძილზე მგზავრობისას მაღალი სიჩქარის მატარებლებს გამოიყენებს. ქალაქებს შორის სწრაფი კავშირი ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას და მათ შორის ეკონომიკური სხვაობის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაღალი სიჩქარის მატარებლების სისტემა უკვე კარგად არის განვითარებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები