LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ლამბორგინი ჟენევის ავტოშოუზე

32

კომპანია ”ლამბორგინიმ” ახალი მოდელის კონცეპტი წარადგინა, რომელიც გაყიდვაში 2016 წლიდან ჩაეშვება. “Lamborgini Aventador SV” (სუპერველოჩე) ძველი ”ავენტადორის” თანამედროვე, გაუმჯობესებული ვარიანტია. როგორც კომპანია იუწყება, ახალი ”ავენტადორი” მხოლოდ 500 ერთეული გამოვა.

 

ძველი მოდელისაგან განსხვავებით ახალი კუპე, ბევრად სწრაფი, მჩატე და მანევრირებადია. ახალი ”ავენტადორი” 6.5 V12 ტიპის ძრავით იქნება წარმოდგენილი, რაც გამოიმუშავებს 740 ცხენის ძალას, აჩქარებას 2.8 წამში 100 კმ/სთ-მდე, წონა კი, 1.800 იქნება.

 

ახალი “Lamborgini Aventador SV” საბაზრო ფასი 500 ათასი ამერიკული დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები