LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ყოვლისშემძლე Ford Fiesta RS გამოჩნდება

62

გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი გაყიდვების გაზრდას Fiesta-ს ახალი მოდელის დახმარებით გეგმავს. ამის შესახებ ინტერნეტჟურნალი car24news.com წერს.

კომპანიის უახლოეს გეგმებში 12 მძლავრი ავტომობილის დამზადება შედის, რომლიდანაც ერთ-ერთი განახლებული Fiesta RS იქნება, რომელიც 2017 წელს გამოჩნდება.

კულვარული ინფორმაციის თანახმად, განახლებულ Fiesta RS-ში მოთავსებული იქნება 1,6 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავი, რომელიც უკვე გამოიყენება Fiesta ST-ში, თუმცა, მექანიკოსები ახალი RS-ის გაუმჯობესებას გეგმავენ, რის შედეგადაც სტანდარტული 199 ცხენის ძალა, 250-მდე გაიზრდება.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი Fiesta RS-ი სრულწამყვანთვლიანი იქნება, შესაბამისად ავტომობილი სტანდარტულისგან განსხვავებული დაკიდებისა და სამუხრუჭე სისტემით იქნება წარმოდგენილი. ამასთანავე, როგორც car24news.com იტყობინება შეიცვლება ავტომობილის ინტერიერი და ექსტერიერიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები