პორტალმა ”Колёса.ру” 6 ყველაზე დასამახსოვრებელი საავტომობილო სარეკლამო ვიდეო შეაგროვა, რომლებსაც ამერიკული ტელევიზიები სუპერბოულის დროს უშვებენ. ამერიკაში სუპერბოული ნამდვილი დღესასწაულია, მილიონობით ადამიანი საყვარელ გუნდს ეკრანთან, ბარში ან სტადიონზე გულშემატკივრობს. კომერციული კომპანიებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა ათეულობით მილიონი დოლარი გადაიხადონ და სატელევიზიო სარეკლამო კამპანია წამოიწყონ.
რგოლს საფუძვლად დენის ჰოპერის ამერიკული კინოსურათი Easy Rider უდევს, რომელიც ეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა. ბარი, ალკოჰოლი, ჩხუბები და Mercedes-AMG GT Roadster.
https://www.youtube.com/watch?v=BvHFM8c7cPM
კორეული ბრენდი Kia უკვე მერვე წელია ავტომობილებს სუპერბოულის მსვლელობისას არეკლამებს. წელს მსახიობ მელისა მაკარტნისთან ერთად Kia Niro-ს ღირსებებს წარმოაჩენს.
https://www.youtube.com/watch?v=1dQ9a5EFZeI
Volkswagen-ის კონცერნში შემავალმა Audi-მ 60 წამიანი სარეკლამო დრო იყიდა. რგოლში გოგონა რბოლაში მონაწილეობს, მამამისი კი ამ დროს სქესთა თანასწორობაზე ფიქრობს. ვიდეომ მხოლოდ YouTube-ზე 6 000 000 ნახვა დააგროვა.
https://www.youtube.com/watch?v=G6u10YPk_34
ვიდეოში ახალგაზრდები ამერიკულ ფეხბურთს თამაშობენ. თამაშს წითელი Buick-ის გამოჩენა წყვეტს, ამის შემდეგ კი ადამიანებს უცნაური ტრანსფორმაცია იწყება. რგოლში ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე კემ ნიუტონი და ავსტრალიელი სუპერ მოდელი მირანდა კერი მონაწილეობენ.
https://www.youtube.com/watch?v=Nx2PMnSzCB4
ვიდეოში პროფესიონალი ამერიკელი მოცეკვავე თავის ტალანტს სპორტულ კუპე Lexus LC-ის გვერდით ავლენს.
https://www.youtube.com/watch?v=h_iktzXK4K0
სამ წლიანი შესვენების შემდეგ Ford-მა სუპერბოულზე სარეკლამო კამპანია წამოიწყო. მთავარი გზავნილი არის ის, რომ Ford-ს ყველა პრობლემის მოგვარება და ყველა წარუმატებლობის არიდება შეუძლია.
https://www.youtube.com/watch?v=HhtHflDrnAU