უცხოურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია 2017 წლის Honda Civic-ის შესახებ, რომელიც დღის სინათლეს 2017 წელს იხილავს. საქმე გახლავთ იმაში, რომ ახალი Civic ჰეჩბეკი, VTEC-თან ერთად უახლეს ტურბინას მიიღებს როგორც 1 ლიტრიან, აგრეთვე 1.5 ლიტრიან ძრავზე.
ახალი თაობის ძრავებმა 1.8 ლიტრიანი მძლავრი აგრეგატი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც 2015 წელს იქნა დამზადებული. განახლებული ძრავები Honda Earth Dreams Technology პროექტის ფარგლებში მზადდება და როგორც იაპონური კომპანიის წარმომადგენლები ახასიათებენ ეს იქნება დინამიური, ეკოლოგიური და ეკონომიური ძრავი.
1ლიტრიანი ძრავი კონკურენციას გაუჭევს Ford EcoBoost-ის ძრავს, რომელის განთავსებასაც ამერიკული კომპანია Focus-ში აპირებს. თუ Honda-ს მესვეურებს დავუჯერებთ, ახალი თაობის ძრავებმა უნდა გააუმჯობესონ ის შედეგი, რაც 1.8 ლიტრიანმა აჩვენა.
რაც შეეხება 1.5 ლიტრიან VTEC-ის ძრავს, მისი სიმძლავრე 201 ცხენის ძალა იქნება და მისი მართვა ავტომატური გადაცემათა კოლოფით იქნება შესაძლებელი. 2017 წლის Honda Civic Hatchbak-ის პრეზენტაციას კომპანია სუინდონში გეგმავს. საერთო ჯამში, პროექტზე იაპონური გიგანტი 190 მილიონს დახარჯავს.