LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის სეზონისთვის Volkswagen განსაკუთრებულად ემზადება

47

გერმანული საავტომობილო კონცერტნი Volkswagen ოფიციალურად აქვეყნებს სპეციალურად 2017 წლის სეზონისთვის შექმნილ ორიგინალური დიზაინის მქონე ჰეჩბეკის Polo თიზერს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2017 წლის WRC (World Rally Championship) მსოფლიო ჩემპიონატზე.

კომპანია ავტომობილის შექმნაზე 2015 წლიდან მუშაობს. სწორედ 2015 წელს გამოაქვეყნა FIA-მ რალის ჩემპიონატის განახლებული რეგლამენტი, სადაც გერმანელები ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ.

თუმცა, კომპანიაში Polo-ზე დიდ იმედებს ამყარებენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Polo R WRC-ს სიმძლავრე 300 ცხენის ძალას აღემატება და 6 საფეხურიანი, სპორტული გადაცემათა კოლოფით იმართება, არ არის გამორიცხული, რომ 2017 წელს, გერმანელები სამეულში ვიხილოთ.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ინჟინრები შეცვლიან სრულამძრაობიანი ავტომობილების კონსტრუქციასაც. ამ სეზონზე WRC-ს პროტოტიპები დიფერენციალური სქემის გარეშე წარსდგებიან, ხოლო 2017 წლიდან აქტიური ცენტრალური დიფერენციალით გამოჩნდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები